Belive

პრემიერლიგის შესანიშნავი შვიდეული: სეზონის საუკეთესოობის ნომინანტები ცნობილია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის მებრძოლ ფეხბურთელთა მოკლე სია გამოაქვეყნა. ნომინანტთა შვიდეულში მოხვდნენ: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, სადიო მანე, ჯორდან ჰენდერსონი, (ყველა "ლივერპული"), კევინ დე ბრუინი ("მანჩესტერ სიტი"), დენი ინგსი ("საუთჰემპტონი"), ნიკ პოუპი ("ბარნლი"), ჯეიმი ვარდი ("ლესტერი"). "ლივერპულის" მარჯვენა მცველმა დასრულებულ სეზონში 13 საგოლე გადაცემა გააკეთა და ეს გათამაშებაში მეორე საუკეთესო შედეგი იყო, მასზე მეტი მხოლოდ კევინ დე ბრუინს ჰქონდა, ვინც ტიერი ანრის რეკორდი გაიმეორა - 20. "მელიების" თილისმა 23 გოლით ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე უხუცესი საუკეთესო მეგოლე გახდა, ახალგაზრდა ინგლისელი კი მას მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩა. რაც შეეხებათ "ლივერპულის" ათიანსა და კაპიტანს, მათ გუნდის ჩემპიონობაში საკვანძო როლი ითამაშეს, ეს უკანასკნელი ბრიტანელმა ჟურნალისტებმა უკვე საუკეთესოდაც კი დაასახელეს. შედარებით მოულოდნელი სიაში ნიკ პოუპის გამოჩნა, იყო, რომელმაც "ბარნლის" კარის უსაფრთხოება 38 შესაძლებლობიდან 15-ჯერ სუფთად დაიცვა. გამარჯვებულს გულშემატკივრები პრემიერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ხმის მიცემის საშუალებით, ასევე ექსპერტები და ინგლისის ჩემპიონატში მონაწილე კლუბების კაპიტნები გამოავლენენ.

სხვა სტატიები