Belive

პრემიერლიგის ცხრილი VAR-ის გარეშე 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერლიგაში ვიდეო გამეორების სისტემა მიმდინარე სეზონში დაინერგა. VAR-ი მსაჯებს საქმეს უადვილებს და რთულ სიტუაციაში ეხმარება, ინგლისელი ფეხბურთის მამები კი პროგრამის ტექნიკურად დახვეწას და გაუმჯობესებას გეგმავენ. საინტერესოა, რომ იმ შემთხვევაში, თუ VAR-ს ამ სეზონში არ გამოიყენებდნენ, სატურნირო ცხრილში მდგომარეობა განსხვავებული იქნებოდა და სახეზე რამდენიმე აშკარა ცვლილებაც გვექნებოდა. ლივერპული კვლავაც ცხრილის სათავეში იქნებოდა, ვინადაინ იურგენ კლოპის გუნდი თითქმის ყველაფერს იგებს და ჩემპიონობისკენ მსაჯთა დახმარების გარეშეც შემართული მიიწევს. ცვლილება არც მეორე პოზიციას შეეხებოდა, სადაც მოქმედი ჩემპიონი "მანჩესტერ სიტი" იმყოფება. თუმცა, "ვულვზი" და უმაღლეს დივიზიონში ამ სეზონში დაბრუნებული "ასტონ ვილა" გაცილებით მაღლა იქნებოდნენ და ევროსარბიელისთვის ბრძოლაშიც ჩაებმებოდნენ. აი წინა სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი "ტოტენჰემი" გასავარდნი ზონის სიახლოვიდან მოშორებას ისურვებდა.  
No description available.
1. "ლივერპული" 2. "მანჩესტერ სიტი" 3. "ჩელსი" 4. "ლესტერი" 5. "არსენალი" 6. "ვულვზი" 7. "ვესტ ჰემი" 8. "მანჩესტერ იუნაიტედი" 9. "შეფილდ იუნაიტედი" 10. "ასტონ ვილა" 11. "ბორნმუთი" 12. "ბარნლი" 13. "ბრაიტონი" 14. "კრისტალ პალასი" 15. "ტოტენჰემი" 16. "ევერტონი" 17. "ნიუკასლი" 18. "ნორვიჩი" 19. "უოტფორდი" 20."საუტჰემპტონი"

სხვა სტატიები