Belive

პრემიერლიგის უარი - ნიუკასლს არაბი ინვესტორები ვერ შეიძენენ 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ნიუკასლ იუნაიტედის" ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, კლუბის პოტენციურ შემსყიდველ არაბულ კომპანიასა და პრემიერლიგის მმართველ გუნდს შორის შეთანხმება არ შედგა. PCP Capital Partners და Reuben Brothers-ზე კლუბის გაყიდვა პრემიერლიგამ დაბლოკა, მიუხედავად იმისა, რომ "კაჭკაჭების" ხელმძღვანელობამ არაერთი დამადასტურებელი საბუთი წარმოადგინა იმისა, რომ ხსენებული კომპანიები საუდის არაბეთის მთავრობისგან დამოუკიდებლად არსებობენ. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, კლუბი ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს და ყველა პოტენციურ ინვესტორთან ითანამშრომლებს. მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი მეპატრონეების გავლენით "ნიუკასლში" უპრეცედენტო, 260 მილიარდიანი ინვესტიცია ჩაიდებოდა და გუნდი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შეიძენდა, მიუხედავად მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებისა, პრემიერლიგის გადამწყვეტი პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. ამას საფუძვლად უდევს ის ფაქტი, რომ ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიგები აზიური ინვესტიციების მასშტაბურ შემოდინებას და შიდა ფასეულობების დაკარგვას ერიდებიან. პრემიერლიგის წინა სეზონში "ნიუკასლმა" 44 ქულა მოაგროვა და მე-13 პოზიცია დაიკავა.

სხვა სტატიები