Belive

პრემიერლიგის უძლიერესი კლუბების რეიტინგი: დაუფასებლიდან საუკეთესოსკენ 

4 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
პრემიერლიგის თითქმის 30-წლიან ისტორიაში არაერთ ძლიერ გუნდს უთამაშია და ტიტულიც დამსახურებულად მოუპოვებია, თუმცა იყვნენ ისეთები, რომლებმაც თავიანთი დიდებული სეზონი ფეხბურთის გულშემატკივრის მეხსიერებაში ოქროს ასოებით აღბეჭდეს. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ლიგის ქომაგებმა 1992 წლის შემდეგ გამორჩეული გუნდების რეიტინგი შეადგინეს და ისინი დაუფასებლიდან საუკეთესომდე დაალაგეს.
No description available.

ზეშეფასებული

"მანჩესტერ იუნაიტედი" 1998/99 ამ სეზონის "წითელი ეშმაკები" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ჩემპიონები არიან. მათზე ნაკლები ქულით ტიტული მხოლოდ ორმა გუნდმა მოიგო. 98/99 წლებში "მანჩესტერს" დიდებულება ჩემპიონთა ლიგის დრამატულად მოგებამ და ასოციაციის თასზე წარმატებამ მოუტანა. მათი შესანიშნავი სეზონის მთავარი განმაპირობებელი პრემიერლიგაში დომინაცია არ ყოფილა.
No description available.

დაუფასებელი

"მანჩესტერ იუნაიტედი" 1999/00 "მანჩესტერ იუნაიტედი" 2010/11 "ჩელსი" 2016/17 ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულებს მომდევნო სეზონში ევროპული ტიტულის შეუნარჩუნებლობის გამო არასათანადოდ აფასებდნენ, არადა მათ პრემიერლიგაში წინა სეზონზე 12-ით მეტი ქულა მოაგროვეს. 2011 წლის სერ ალექსის გუნდს ბევრი გულშემატკივარი ნდობას არ უცხადებს. ეს ალბათ ჩემპიონთა ლიგის წაგებული ფინალის ბრალია, მაგრამ ფაქტია, იმ სეზონში "წითლები" თებერვლამდე წაუგებლად მივიდნენ და კლუბის ისტორიაში პირველები გახდნენ, რომლებმაც ერთ სეზონში ყველა მეტოქე დაამარცხეს.
No description available.
ანტონიო კონტეს "ჩელსი" ხალხმა ძალიან მალე დაივიწყა, რაც მათი "შთამომავალი" "მანჩესტერ სიტის" დამსახურებაა, მაგრამ იმ სეზონში იტალიელის გუნდმა რეკორდები ერათი-მეორის მიყოლებით ამსხვრია. ჯერ იყო და მათ 13-მატჩიანი მოგებათა სერია გამოაცხვეს, რაც მანამდე არავის გაუკეთებია, მერე კი ჩემპიონატი სარეკორდო ქულებითა და გოლებით დაასრულეს.
No description available.

კარგი

"ლესტერი" 2015/16 "არსენალი" (2001/02) "მანჩესტერ სიტი" 2011/12 "ბლექბერნ როვერსი" 1994/95 "მანჩესტერ იუნაიტედი" 1993/94 დიახ, "ლესტერი" არ ყოფილა ყველაზე დამაჯერებელი ჩემპიონი, მაგრამ გამორჩეულ გუნდთა შორის შეყვანა ერთადერთია, რითიც ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სენსაციის გახსენება შეგვიძლია. მათ ხომ 5000 კოეფიციენტად შეფასებული ფსონი მოიგეს.
No description available.
"ქალაქელთა" პირველი თაობის ჩემპიონებს სეზონი სარეკორდო მაჩვენებლებით არ დაუსრულებიათ, თუმცა ლიგის ისტორიაში ყველაზე დრამატული ფინალი ნამდვილად შემოგვთავაზეს. "ბლექბერნის" 1995 წლის თაობა ასევე მეტ პატივისცემას იმსახურებს, რადგან მათ "იუნაიტედის" დომინაცია დაასრულეს და "ეშმეკაბს" ყველაზე ხანგრძლივ, 42-ტურიან მარათონში აჯობეს. სიაში აუცილებლად უნდა მოხვდეს 2004 წლის "არსენალი" რომელთა თოფებმაც საჩემპიონოდ თვით "ოცნებათა თეატრში" გაისროლა. არსენ ვენგერის გუნდმა 87 ქულა მოაგროვა და მხოლოდ 3 მატჩი წააგო.
No description available.

დიდებული

"ჩელსი" 2005/06 "მანჩესტერ იუნაიტედი" 2007/08 "ჩელსი" 2009/10 ჟოზე მოურინიოს გუნდმა დომინანტური ფეხბურთით ტიტულის დაცვა მოახერხა და ეს 91 ქულის მოგროვებით გააკეთა. "ჩელსი" პრემიერლიგის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ყველა მოწინააღმდეგეს სულ მცირე 1 მატჩი მოუგო.
No description available.
როგორ შეიძლება დავივიწყოთ პირველი სეზონი, როცა უეინ რუნისა და კრიშტიანუ რონალდუს სუპერდუეტმა პრემიერლიგა მოიგო. მართალია 87 ქულა დედამიწას ვერ დაანგრევს, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმ "ჩელსის" დასაჯაბნად, რომელმაც სულ რაღაც 3 შეხვედრა წააგო. თუ საუბარი შემტევ ფეხბურთზეა, ერთ-ერთი პირველი, რომლის გახსენებაც ღირს, კარლო ანჩელოტის "ჩელსია" - პირველი გუნდი, რომელმაც სეზონში 100 გოლი გაიტანა და 4 შეხვედრა მინიმუმ 7-ბურთიანი უპირატესობით მოიგო.
No description available.

ლეგენდარული

"ლივერპული" 2019/20 "არსენალი" 2003/04 "ჩელსი" 2004/05 "მანჩესტერ იუნაიტედი" 2008/09 "მანჩესტერ სიტი" 2018/19 შესაძლოა მერსისაიდული კლუბის სიაში მოხვედრამ უკმაყოფილება გამოიწვიოს, რადგან "ლივერპული" ჯერჯერობით ჩემპიონი არ არის, მაგრამ ეს პრობლემა რამდენიმე კვირაში მოგვარდება... 25 საწყისი შეხვედრიდან 24-ს მოგების და მხოლოდ 1 ფრის თამაშის შემდეგ, "ლივერპული" "არსენალის" ლეგენდარულ რეკორდთან და პრემიერლიგის წაუგებლად დასრულებასთან ძალიან ახლოსაა.
No description available.
ას წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ეს ერთადერთმა გუნდმა შეძლო - პრემიერლიგის წაუგებლად მოგება, ასეთი რამ "არსენალმა" 2003/04 წლების სეზონში გააკეთა. იგივეს გამეორებასთან ძალიან ახლოს იყო ჟოზეს "ჩელსი", მაგრამ "არისტოკრატებმა" ერთადერთი შეხვედრა მაინც დათმეს. "ლურჯებმა" მხოლოდ 5 გოლი გაუშვეს, რაც ერთპიროვნული რეკორდია. 2009 წელს "მანჩესტერმა" ლეგენდარულ "არსენალზე" მეტი მატჩი მოიგო და მეტი ქულა დააგროვა. გარდა ამისა, ედვინ ვან დერ სარის დამსახურებით, ფერგიუსონის შეგირდებს 14-მატჩიანი მშრალი სერია ჰქონდათ.
No description available.
პეპ გვარდიოლას ტიტულის შემნარჩუნებელმა გუნდმა სარეკორდო 14 შეხვედრა მოიგო და ტიტულის ფლობის პერიოდში ყველაზე მეტი გამარჯვების დამგროვებელი გუნდი გახდა. გარდა ამისა, წინა სეზონში "სიტიმ" ინგლისის შიგნით ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.

ყველა დროის საუკეთესო

"მანჩესტერ სიტი" 2017/18 და რა თქმა უნდა, გუნდი, რომელზე საუბარიც გაუჩერებლად შეიძლება. პეპ გვარდიოლას შექმნილი მონსტრი, რომელმაც სრულიად ინგლისი დაიპყრო. ქულათა და გატანილი გოლების სარეკორდო რაოდენობა, ყველაზე მეტი გამარჯვება და ულამაზესი, დომინანტური ფეხბურთი. პრემიერლიგის ისტორიაში უდავოდ საუკეთესო გუნდმა გულშემატკივარს გვარდიოლას ფენომენალური "ბარსელონა" მოაგონა.
No description available.
No description available.

სხვა სტატიები