Belive

პრესა ლევანდოვსკის ოქროს ბურთის მოგების კანდიდატად მოიაზრებს

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პრესაში აქტიურად წერენ პოლონელის წარმატებულ სეზონზე. სხვადასხვა გამოცემები თვლიან რომ მიუნხენელთა "ცხრიანი" იმსახურებს ოქროს ბურთის მოგებას. უკანასკნელ ტურში ლევანდოვსკიმ ყოფილ გუნდს 2 გოლი გაუტანა და  "ბაიერნს" გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. პოლონელი ამყარებს ყველანაირ რეკორდს გატანილი გოლების მიხედვით. მიმდინარე სეზონში , როგორც ბუნდეს ლიგაში , ასევე ჩემპიონთა ლიგაზე ,  აბსოლიტურად ყველა მატჩში შეძლო თავის გამოჩენა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე დაიწყო საუბრები ოქროს ბურთის მოგების შესახებ. 2019 წელს ლევანდოვსკიმ გაიტანა 48 გოლი. ასეთი შედეგი კი ევროპის მასშტაბით არცერთ სხვა ფეხბურთელს არ აქვს. "ბარსელონას" ლიდერს ლიონელ მესის 45 გოლი აქვს გატანილი , ხოლო შემდეგ 37 გოლით  "აიაქსის" თავდამსხმელი დუსან ტადიჩი მოდის. პოლონეთის ნაკრების კაპიტანი ბოლო 18 შეხვედრაში 23 გოლით იწონებს თავს. ჯერ-ჯერობით რობერტი ოქროს ბუცისთვის ბრძოლაშიც  უკონკურენტოა. რაც შეეხება მის ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგაზე, იქ მხოლოდ "ზალსბურგის" თავდამსხმელი ერიკ ჰაალანდი ჯობნის 1 გოლით. არ არის გამორიცხული , რომ წელს ლევანდოვსკი ლიგის და ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს. პოლონელს შეუძლია უფრო გაზარდოს თავისი გოლების რაოდენობა , რადგან ჯერ მხოლოდ ნოემბერია და წინ კიდევ ბევრი თამაშია დარჩენილი. ეს ყველაფერი კი ჟურნალისტებს აძლევს საბაბს , რომ ისაუბრონ ლევანდოვსკის ოქროს ბურთის მოგების შანსებზე.

სხვა სტატიები