Belive

პრევიუ: არსენალი - ტოტენჰემი

3 წლის წინ ფეხბურთი
11 წთ

არსენალი - ტოტენჰემი

პრემიერლიგა დრო: 14 მარტი, კვირა, 20:30 საათი სტადიონი: ემირეიტსი (ლონდონი, ინგლისი) მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისელი, 36 წლის) ინგლისის პრემიერ ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში, ერთმანეთს მოსისხლე მტრები დაუპირისპირდებიან. ამ სეზონში რიგით მეორე ჩრდილოლონდონური დერბი "ემირეიტსზე" შედგება და ევროზონის საგზურისთვის ბრძოლაში გუნდებისთვის მნიშვნელოვან ქულებს გაათამაშებს.

სატურნირო მდგომარეობა

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე ჩვეულებად იქცა, რომ თითქმის ყველა ტურის წინ, გუნდების უმრავლესობას ერთმანეთისგან განსხვავებული რაოდენობის მატჩი აქვთ გამართული. "არსენალიც" და "ტოტენჰემიც" იმ გუნდების ექვსეულს მიეკუთვნებიან, რომლებმაც მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე ნაკლებჯერ ითამაშეს. ორივე მეტოქემ 27 შეხვედრა ჩაატარა და დაახლოებით ერთნაირი შედეგები აჩეvნა. "ტოტენჰემმა" სეზონი კარგად დაიწყო, საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში ლიდერთა შორის იმყოფებოდა, იყო პერიოდი, როცა მთლიანად ჩემპიონატის ცხრილსაც ედგა სათავეში, თუმცა შემდეგ, ბევრი გაუთვალისწინებელი ქულა დაკარგა და საბოლოოდ, 45 ქულით, მეექვსე პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება "არსენალს", მათ თავიანთი მეტოქის საპირისპირო სეზონი გამოუვიდათ. თავიდან მძიმედ დაიწყეს, გასავარდნი ზონის სიახლოვესაც ტრიალებდნენ და მხოლოდ პიერ-ემერიკ ობამეიანგის ჩვეულ ფორმაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდნენ ცხრილის შუა ნაწილს. "მეთოფეებს" ამჟამად 38 ქულა აქვთ და ზუსტად შუა ნაწილში, მეათე პოზიციაზე იმყოფებიან. გატანილ/გაშვებული ბურთების შეფარდებაში  "ტოტენჰემი" ლიდერთა შორისაა და მესამე ადგილს იკავებს. "დეზებმა" 45 გოლი გაიტანეს, რაც ლიგაში ორი "მანჩესტერული" გრანდისა და "ლესტერის" შემდეგ მეოთხე შედეგია, საკუთარ კარში კი ბურთი 28-ჯერ გაუშვეს, რა მაჩვენებლითაც მხოლოდ "სიტის", "ჩელსისა" და "ასტონ ვილას" ჩამორჩებიან. ამ, ისევე როგორც სხვა კომპონენტებში,  "არსენალის" მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა. გუნდმა 35 გოლი გაიტანა, რაც მხოლოდ 8 გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგს აღემატება, ხოლო თავად 28-ჯერ გაუშვა.
Arsenal vs Tottenham: Is the gap between the north London sides closing? | Football News | Sky Sports

სათამაშო ფორმა

"არსენალმა" ბოლო პერიოდში თამაში გამოასწორა. გუნდი ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო ოთხ მატჩში დაუმარცხებელია, უკანასკნელი 7-დან კი მხოლოდ 1-ში დამარცხდა და 4 გამარჯვებით დაასრულა. უკანასკნელი მატჩი მიკელ არტეტას შეგირდებმა ევროპის ლიგის მერვედფინალის პირველ რაუნდში, "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ ჩაატარეს და საბერძნეთიდან შინ გამარჯვებით  (3:1) დაბრუნდნენ. „არსენალის“ ბოლო 5 მატჩი ყველა ტურნირზე: //მ/მ/ „არსენალის“ საუკეთესო ბომბარდირი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე: პიერ-ემერიკ ობამეიანგი (14 გოლი, 1 საგოლე გადაცემა). ტოტენჰემი მშვენიერი ფორმაშია. გუნდმა ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 5 შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა, უკანასკნელი 7-დან კი 5 მოიგო. ბოლო შეხვედრა თავისი მომავალი მეტოქის მსგავსად, "ტოტენჰემმაც" ევროპის ლიგაზე ჩაატარა და ზაგრების "დინამოს" ჰარი კეინის დუბლის მეშვეობით - 2:0 აჯობა. „ტოტენჰემის“ ბოლო 5 მატჩი ყველა ტურნირზე: მ/მ/მ/მ/მ „ტოტენჰემის“ საუკეთესო ბომბარდირი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე: ჰარი კეინი (26 გოლი, 16 საგოლე გადაცემა).

ურთიერთშეხვედრები

"არსენალმა" ბოლო 7 მატჩში "ტოტენჰემისგან" მინიმუმ ერთი გოლი გაუშვა. „არსენალი“ ყველა ტურნირზე „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 26 საშინაო შეხვედრაში არ დამარცხებულა. "ტოტენჰემმა" "არსენალს“ ყველა ტურნირზე გამართული ბოლო 6 მატჩიდან 5-ში მინიმუმ 2 გოლი გაუტანა. „არსენალთან“ ყველა ტურნირზე გამართულ ბოლო ხუთ მატჩში „ტოტენჰემი“ დაუმარცხებელია, უკანასკნელ ორში კი გამარჯვებული გამოვიდა. გუნდების ბოლო 10 დაპირისპირებიდან 5-ში პენალტი დაინიშნა. გუნდების ბოლო 6 დასპირისპირებიდან 4-ში მინიმუმ 3 გოლი გავიდა, აქედან 5-ში კი გოლის გატანა ორივე მეტოქემ მოახერხა.
Tottenham 2-1 Arsenal: Toby Alderweireld Settles North London Derby To Boost Spurs' European Hopes

ფაქტები მატჩის შესახებ

  • "არსენალს" კარის მშრალად შენახვა ძალიან უჭირს. გუნდმა ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 1-ში არ გაუშვა გოლი.
  • "არსენალის" მიერ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 10 მატჩიდან 5-ში 2-ზე მეტი გოლი არ გასულა.
  • ლონდონელებმა საშინაო კედლებში ყველა ტურნირის ეგიდით გამართულ ბოლო სამ შეხვედრაში გოლი გაუშვა, თუმცა იქამდე, ზედიზედ 4 დაპირისპირებაში კარის მშრალად შენახვას ახერხებდა.
  • "არსენალის" მიერ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 7 შეხვედრიდან 4-ში 2-ზე მეტი გოლი არ გასულა.
  • საშინაო კედლებში "არსენალის" მიერ ყველა ტურნირზე ჩატარებული უკანასკნელი 8 შეხვედრიდან მასპინძლებმა მხოლოდ 1 წააგეს, ისიც ჩემპიონობის მაძიებელ და გათამაშების ლიდერ "მანჩესტერ სიტისთან" მინიმალური სხვაობით (0:1).
  • "ტოტენჰემი" შესანიშნავ ფორმაშია, გუნდმა ბოლო 6 მატჩი მოიგო და უკანასკნელი შვიდიდან მხოლოდ ერთში დამარცხდა (დერბი "ვესტ ჰემთან").
  • "ტოტენჰემის" მიერ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 6 მატჩიდან 5-ში ჟოზე მოურინიოს გუნდმა კარის მშრალად შენახვა მოახერხა.
  • "ტოტენჰემმა" ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 7 შეხვედრიდან 4-ში მეტოქეებს სულ მცირე 4 გოლი გაუტანა, აქედან ოთხ შემთხვევაში კი კარის მშრალად შენახვა მოახერხა.
  • "ტოტენჰემის" მიერ, ყველა ტურნირზე გამართული ბოლო 9 შეხვედრიდან 7-ში სულ მცირე 3 გოლი გავიდა.
  • განსხვავებული მდგომარეობა აქვს ლონდონურ კლუბს მეტოქის მოედანზე ჩატარებულ ბოლო 6 შეხვედრაში, საიდანაც მხოლოდ 2 მოიგო და 4-ში დამარცხდა.
  • "ტოტენჰემის" მიერ, სტუმრად, ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 9 მატჩიდან 7-ში სულ მცირე 3 გოლი გავიდა.
  • "ტოტენჰემის" მიერ, ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 8 შეხვედრაში, პირველ ნახევარში სულ მცირე 1 გოლი გავიდა.
  • ამ სეზონში, "ტოტენჰემის" მიერ პრემიერლიგაში ჩატარებული მატჩების 81%-ში, პირველ ტაიმში გოლი გავიდა.
  • "ტოტენჰემის" მიერ, მეტოქის არენაზე ჩატარებულ ბოლო 14 შეხვედრაში პირველ ტაიმში გოლი გავიდა. უკანასკნელ ოთხ დაპირისპირებაში კი შესვენებამდე გოლი თავად გაიტანა.
Jose Mourinho sends message to Mikel Arteta after Tottenham's win over Arsenal | Metro News

სავარაუდო შემადგენლობა

არსენალი“: ლენო - ჩემბერსი, ლუისი, მარი, ტირნი - ჯაკა, პარტეი - ვილიანი, ოდეგორი, საკა - ობამეიანგი (4-2-3-1). მთავარი მწვრთნელი: მიკელ არტეტა (ესპანელი, 38 წლის). „ტოტენჰემი": ლორისი - ორიე, სანჩესი, ალდერვაირელდი, რეგილონი - ჰოიბიერგი, ნდომბელე - ბეილი, მოურა, სონი - კეინი (4-2-3-1). მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო (პორტუგალიელი, 58 წლის).

მსაჯი

ლონდონურ დერბის 36 წლის ინგლისელი არბიტრი მაიკლ ოლივერი მოემსახურება, რომელმაც მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე უკვე 31 შეხვედრაზე იმუშავა, 91 ყვითელი ბარათი აჩვენა, ერთხელ ფეხბურთელი გააძევა და 19 პენალტი დანიშნა. 2012 წლიდან ფიფას კატეგორიის რეფერიმ ბოლო 7 შეხვედრიდან 5-ში სულ მცირე 3 ბარათი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ოლივერს კარიერის განმავლობაში 225 სხვადასხვა გუნდის მატჩისთვის უხელმძღვანელია, თუმცა „არსენალისა“ და „ტოტენჰემის“მატჩები „ლივერპულის“ შემდეგ ყველაზე მეტჯერ განუსჯია - ორივე შემთხვევაში 40, სადაც გუნდებს შემდეგნაირი სტატისტიკა აქვთ: „არსენალი“: 40 მატჩი, 16 მოგება, 10 ფრე, 14 მარცხი, 76 ყვითელი ბარათი (ყველაზე მეტი ოლივერის კარიერაში), 3 გაძევება და 3 დანიშნული პენალტი. „ტოტენემი“: 40 მატჩი, 24 მოგება, 7 ფრე, 9 მარცხი, 71 ყვითელი ბარათი, 2 გაძევება, 5 დანიშნული პენალტი. საინტერესოა, რომ ოლივერი ჩრდილოლონდონურ დერბის აქამდე ხუთჯერ მოემსახურა, საიდანაც, „არსენალმა“ მხოლოდ 1 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 2-ში დამარცხდა. ამ გუნდების ბოლო დაპირისპირებაზე ოლივერმა წინა სეზონში, 2020 წლის 12 ივლისს, 35-ე ტურის შეხვედრაში იმუშავა, რომელშიც „დეზება“ – 2:1 იმარჯვეს. ჟოზე მოურინიოს გუნდის მხრიდან გოლები ჰიუ-მინ სონმა და ტობი ალდერვაირელდმა გაიტანეს, რასაც არტეტას გუნდის მხრიდან ალექსანდრ ლაკაზეტიმ უპასუხა. იმ დუელში ოლივერმა 8 ყვითელი ბარათი გამოიყენა - 5:3 „ტოტენჰემის“ „სასარგებლოდ“.
Jose Mourinho suggests Michael Oliver was Bournemouth's man of the match against Tottenham in another VAR rant

მატჩისწინა კომენტარები

მიკელ არტეტა - „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი: „ხარისხის, სიზუსტისა და ურთიერთგაგების ის დონე, რომელიც „ტოტენჰემშია“, ამ გუნდს ევროპაშ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულად აქცევს. მათ კარგად შეუძლიათ მოედანზე ერთმანეთისთვის გაგება და ადვილად ქმნიან საგოლე მომენტებს. ასე რომ, მიზნის მიღწევა რთული იქნება, მაგრამ ჩვენ კარგად მოვემზადებით მატჩისთვის და შვეეცდებით, რომ 1 ნაბიჯით წინ წავიწიოთ“.
Arsenal press conference live: Mikel Arteta on his first game in charge, Mesut Ozil and draw - football.london
ჟოზე მოურინიო - „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი: „წინ ვიყურები და არა უკან. იყო დრო, როცა „არსენალი“ 7 ქულით გვასწრებდა და მე მასთ ვუყურებდი როგორც სამიზნეს, ახლა ჩვენ მათზე 7-ით მეტი ქულა გვაქვს, მაგრამ უკან არ ვიყურები. არ აქვს მნიშვნელობა „არსენალი“ იქნება, „ასტონ ვილა“ თუ „ნიუკასლი“ - ყოველთვის ზუსტად ერთი განწყობით ვემზადებით მატჩისთვის. ვგრძნობთ, რომ უკეთესები ვართ, ვიდრე ამას ჩვენს მიერ ცხრილში დაკავებული პოზიცია აჩვენებს ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად კი ქულები გვჭირდება. ეს პრემიერ ლიგის მატჩია, სასწორზე სამი ქულა დევს რომლის მოპოვებასაც ჩვენ ვაპირებთ. ჩვენსავით, ისინიც ცდილობენ უკეთესი მომავლის აშენებას და მათ ამის გამო პატივს ვცემ“.
Spurs press conference live: Jose Mourinho on Chelsea, Frank Lampard and Toby Alderweireld deal - football.london

პროგნოზი

გუნდებმა შუა კვირაში ევროპის ლიგაზე ითამაშეს და გამარჯვების მოპოვება მოახერხეს, თუმცა კალენდრის სიმჭიდროვის გამო, ფიზიკურად გადაღლილები იქნებიან. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ეს პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული დაპირისპირებაა და თუ ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას გადავხედვათ, ვიფიქრებთ, რომ დიდი შანსია, გუნდები ერთმანეთს საყაიმო ანგარიშით დაემშვიდობნონ. თანაც, მიმდინარე სეზონში ტოპ 6-ის წარმომადგენელი გუნდების ერთმანეთთან დაპირისპირების დროს, ყველაზე ხშირად ფრე ფიქსირდებოდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ: მატჩი ფრედ დასრულდება 3.15 გოლს ორივე გუნდი გაიტანს 1.70 სავარაუდო ანგარიში - 1:1 5.60

სხვა სტატიები