Belive

პრევიუ: მადრიდის რეალი Vs. ატალანტა

3 წლის წინ ფეხბურთი
15 წთ

მადრიდის რეალი - ატალანტა

ჩემპიონთა ლიგა დრო: 16 მარტი, სამშაბათი, 23:59 საათი სტადიონი: ალფრედო დი სტეფანო (მადრიდი, ესპანეთი) მსაჯი: დენი მაკელიე (ნიდერლანდელი, 38 წლის) პირდაპირი რეპორტაჟი: Silk Universal ეს შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მერვედფინალური ეტაპის ის იშვიათი გამონაკლისია, რომელშიც საპასუხო მატჩის წინ ყველაფერი გადაწყვეტილი არ არის და გუნდები მეოთხედფინალის საგზურს მადრიდში, ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე გაითამაშებენ.

სატურნირო მდგომარეობა

გუნდები მერვედფინალამდე ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები განსხვავებული შედეგებით მოვიდნენ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მადრიდელებმა  B ჯგუფში 10 ქულა დააგროვეს და პირველი პოზიცია დაიკავეს, მაშინ, როცა "ატალანტამ" ერთით მეტი ქულა აიღო, თუმცა B ჯგუფში მეორე ადგილს დასჯერდა. ესპანელები ჯგუფში მიუნხენგლადბახის "ბორუსიასთან", დონეცკის "შახტართან" და მილანის "ინტერთან" ერთად იმყოფებოდნენ, სადაც 3 შეხვედრა მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 2-ში დამარცხდნენ. რაც შეეხებათ იტალიელებს, მათ გაცილებით რთული ჯგუფი შეხვდათ და ტურნირის ექს-ჩემიონ "ლივერპულთან", იმავე სეზონის ნახევარფინალისტ ამსტერდამის "აიაქსთან" და დანიურ "მიდტიულანდთან" გაჯიბრება მოუწიათ. საბოლოო ჯამში, ბერგამოელებმა 3 შეხვედრის მოგება და ორის ფრედ დასრულება შეძლეს, ინგლისელებთან კი ანგარიშით 0:5 განადგურდნენ. "რეალმა" ჯგუფურ ეტაპზე 11 გოლი გაიტანა და 9 გაუშვა, მაშინ, როდესაც "ატალანტას" გატანილ/გაშვებული ბურთების შეფარდება 10:8-ს უდრიდა. ორივე გუნდს თანაბარი ბალანსი ჰქონდათ (+2). გადავინაცვლოთ შიდა ჩემპიონატებში, სადაც ორივე გუნდი თითქმის იდენტურ მდგომარეობაშია. "რეალს" ლა ლიგაში 57 ქულა აქვს, მესამე ადგილს იკავებს და ერთპიროვნულ ლიდერ, პრინციპულ მეტოქე, თანაქალაქელ "ატლეტიკოს" 6 ქულით ჩამორჩება. "ატალანტას" სერია A-ში 52 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციაზეა, თუმცა უახლოეს მდევარ "ნაპოლის" ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული (ტურინის "იუვენტუსთან" გადადებული შეხვედრა) და ბერგამოულ კლუბს 2 ქულით ჩამორჩება. ესპანეთის ჩემპიონატში "ლოს ბლანკოსმა" 46 გოლი გაიტანა, რაც მხოლოდ "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" მიერ ნაჩვენებ შედეგს ჩამორჩება, საკუთარ კარში კი ზიდანის გუნდმა 23 ბურთი მიიღო, რაზე ნაკლებიც ასევე ხსენებულ გუნდებს და "სევილიას" აქვთ, გატანილ/გაშვებული ბურთების ბალანსი კი ლა ლიგაში მესამეა. "ატალანტას" ფეხბურთელებმა მიმდინარე სეზონში, იტალიის ჩემპიონატში 63 ბურთი შეაგდეს, რაზე მეტიც მხოლოდ ერთპიროვნულ ლიდერ ტურინის "იუვენტუსს" აქვს. ჯან პიერო გასპერინის შეგირდებმა 34 გოლი გაუშვეს და ბურთების ეს შეფარდებაც მესამე საუკეთესო შედეგია.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Real Madrid C.F. (@realmadrid)


სათამაშო ფორმა

მადრიდელებს ყველა ტურნირზე 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, საიდანაც 6 გამარჯვებით დაასრულეს, ბოლო 10 შეხვედრიდან კი მხოლოდ ერთში დამარცხდნენ (7 მოგება). "რეალის" ბოლო მატჩი: 13 მარტი, ლა ლიგის 27-ე ტური, გამარჯვება "ელჩესთან" - 2:1. გოლები: ქარიმ ბენზემას დუბლი. „რეალის“ ბოლო 5 მატჩი ყველა ტურნირზე: /ფ/ფ/მ/მრეალის“ საუკეთესო ბომბარდირი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე: ქარიმ ბენზემა (20 გოლი, 5 საგოლე გადაცემა). "ატალანტამ" ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 10 შეხვედრიდან 6 მოიგო და ორში დამარცხდა, ორი კი შესაბამისად, ფრედ დაასრულა. "ატალანტას" ბოლო მატჩი: 12 მარტს, სერია A-ში, "სპეციას" წინააღმდეგ გამარჯვება - 3:1. გოლები: მარიო პაშალიჩის დუბლი, ლუის მურიელი. ატალანტას“ ბოლო 5 მატჩი ყველა ტურნირზე: //მ/მ/ ატალანტას“ საუკეთესო ბომბარდირი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე: ლუის მურიელი (19 გოლი, 9 საგოლე გადაცემა).

ფაქტები მატჩის შესახებ

  • "რეალმა" ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 12 მატჩიდან 10-ში კარის მშრალად შენახვა ვერ მოახერხა.
  • "რეალის" მიერ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ 5-ში გავიდა სულ მცირე 3 გოლი.
  • "რეალის" მიერ ყველა ტურნირზე გამართული უკანასკნელი 12 შეხვედრიდან 8-ში გოლის გატანა ორივე გუნდმა მოახერხა.
  • მადრიდელებს საშინაო არენაზე, ყველა ტურნირზე ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, ბოლო 14-დან კი 10 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ სამში დამარცხდნენ. "რეალის" ბოლო 4 ყველა ტურნირის ჯამში გამართული საშინაო შეხვედრიდან 3-ში 2-ზე მეტი გოლი არ გასულა.
  • "რეალის" მიერ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ ბოლო ოთხ შეხვედრაში 2-ზე მეტი გოლი არ გასულა.
  • "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ბოლო 5 სეზონიდან მხოლოდ მეორედ დაამთავრეს პირველი პოზიციით, თუმცა ისტორიაში ეს მეჩვიდმეტედ მოახერხეს და ამ მაჩვენებლითნ მხოლოდ პრინციპულ მეტოქე "ბარსელონას" ჩამორჩებიან (21).
  • მადრიდელები ჩემპიონთა ლიგაში 25-ე სეზონს ატარებენ, რაც "ბარსელონასთან" ერთად სარეკორდო შედეგია. "სამეფო კლუბმა" ყველა სეზონში მოახერხა პლეი-ოფში გასვლა და ეს აბსოლუტური რეკორდია.
  • ჩემპიონთა ლიგის 13-გზის გამარჯვებულებისთვის ეს 51-ე ევროპული ტურნირია, რომელშიც მონაწილეობას იღებენ, ამაზე მეტჯერ ევროთასებზე არცერთ სხვა კლუბს უთამაშია.
  • "რეალმა" 2010-18 წლებში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ბარიერი ყველა სეზონში დაძლია. ბოლო ორი წელი კი ეს ეტაპი "ბლანკოსებისთვის" აუღებელ ციხესიმაგრედ იქცა.
  • "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 100-მატჩიან ნიშნულს მიაღწია.
  • მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ ხუთი მოიგეს (ფ/2, წ/4). მათ ბოლო 18-დან შვიდი წააგეს (მ/8, ფ/3).
  • მიუხედავად ამ სეზონში "ინტერთან" და მიუნხენგლადაბახის "ბორუსიასთან" გამარჯვებისა, მადრიდელებმა ბოლო ცხრა საშინაო ევროპული მატჩიდან მხოლოდ სამი მოიგეს (მ/2 წ/4).
  • თუ ქარიმ ბენზემა "ატალანტასთან" მატჩში მეტოქის კარის აღებას მოახერხებს, მაშინ ის ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს რეკორდს გაიმეორებს - ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 16 სეზონში გოლის გატანა.
  • "ატალანტას" მიერ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 12 შეხვედრიდან 8-ში სულ მცირე 3 გოლი გავიდა. აქედან ხუთ შემთხვევაში ბერგამოელებმა მეტოქეს სულ მცირე 3 გოლი გაუტანეს.
  • "ატალანტას" მიერ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 10 მატჩიდან 5-ში გოლის გატანა მხოლოდ ერთმა გუნდმა შეძლო.
  • "ატალანტას" მიერ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ ბოლო ოთხ შეხვედრაში 2-ზე მეტი გოლი არ გასულა.
  • "ატალანტამ" მეტოქის მოედანზე ჩატარებული ბოლო შეხვედრა წააგო (სერია A-ს ერთპიროვნულ ლიდერ "ინტერთან" - 0:1) თუმცა იქამდე, ყველა ტურნირზე 13-მატჩიანი წაუგებელი სერია და აქედან 8 გამარჯვება ჰქონდა. ამ 15 შეხვედრიდან 10-ში გოლის გატანა მხოლოდ ერთმა გუნდმა შეძლო, მინიმუმ 3 გოლი კი მხოლოდ 5-ჯერ გავიდა.
  • "ატალანტამ" ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად ჩატარებული ბოლო ხუთი მატჩი მოიგო, 14 გოლი გაიტანა და სამი გაუშვა, ხოლო ბოლო 12-დან რვაში გამარჯვებას მიაღწია (ფ/1 წ/3).
  • ეს "ატალანტასთვის" მხოლოდ 52-ე ევროპული მატჩია და მათი მერვე გამოსვლა ევროთასებზე. მათ 1987/88 წლებში მიაღწიეს ევროპის თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალს, სამი წლის შემდეგ კი უეფას თასის მეოთხედფინალს.
  • იტალიურმა კლუბმა ბოლო 30 ევროპული მატჩიდან მხოლოდ შვიდი წააგო (მ/14, ფ/9).
  • ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც "ატალანტამ" უეფას ტურნირის ეგიდით პირველ საშინაო შეხვედრაში წააგო.
  • "ატალანტას" უეფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირში აქამდე პენალტების სერიაში მონაწილეობა არასდროს მიუღია.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Atalanta B.C. (@atalantabc)


ურთიერთშეხვედრები

გუნდები ერთმანეთს ისტორიაში ერთადერთხელ, მიმდინარე წლის 25 თებერვალს დაუპირისპირდნენ და ბერგამოში გამართული მატჩი ესპანელთა გამარჯვებით - 1:0 დასრულდა. გამარჯვების გოლის ავტორი ფერლან მენდი აღმოჩნდა, რომელმაც იტალიელთა კარი - 86-ე წუთზე დალაშქრა. მადრიდელებმა იტალიური კლუბების წინააღმდეგ ბოლო 12 მატჩიდან 11 მოიგეს, გამონაკლისია "იუვენტუსთან" საშინაო მარცხი 3:1, რომელიც მათ 2017/18 წლების სეზონის მეოთხედფინალში განიცადეს, თუმცა პირველ მატჩში დაბევებული გამარჯვების (3:0), რეალმა შემდეგ ეტაპზე გასვლა მაინც მოახერხა. ეს მარცხი იტალიური კლუბების წინააღმდეგ ბოლო 8 საშინაო შეხვედრაში ერთადერთი წაგებაა. წინა სეზონის მატჩი "ვალენსიას" წინაღმდეგ "ატალანტასთვის" ესპანელი მეტოქეების წინააღმდეგ ერთადერთი დაპირისპირებაა.
No description available.

გუნდებს შორის გადაკვეთები

უთამაშია იტალიაში ზინედინ ზიდანი - მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი "იუვენტუსში" 1996-დან 2001 წლამდე თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში იგი ოთხჯერ დაუპირისპირდა "ატალანტას" (მ/2, ფ/1, წ/1), მან 1997/98 წლების სეზონში მოგებულ (3:1) მატჩში დუბლი შეასრულა. უთამაშია ესპანეთში ლუის მურიელი - "გრანადა" 2010/11 წლების სეზონი, "სევილია" 2017/18 წლების სეზონი: რეალის წინააღმდეგ კოლუმბიელმა ორჯერ ითამაშა, მისი "სევილია" ორივე შემთხვევაში დამარცხდა - 0:5 და 2:3. მარიო პაშალიჩი - "ელჩე" 2014/15 წლების სეზონი: ხორვატმა "სამეფო გუნდთან" ორჯერ ითამაშა და ორივეჯერ დიდი ანგარიშით დამარცხდა - 0:2 და 1:5. ყოფილი თანაგუნდელები რაფაელ ტოლოი და კაზემირო 2012 წელს "სან პაულოში" ერთად თამაშობდნენ. თანაგუნდელები ნაკრებში
  • ლუკა მოდრიჩი და მარიო პაშალიჩი (ხორვატია);
  • ტონი კროოსი და რობინ გოსენსი (გერმანია);
  • ანდრეი ლუნინი და რუსლან მალინოვსკი (უკრაინა).
გოლები ურთიერთშეხვედრებში რემუ ფროილერმა უეფას ერთა ლიგის მატჩში, ტონი კროოსის გერმანიასთან, 2020 წლის 13 ოქტომბერს გაიტანა (3:3). მან ასევე სერხიო რამოსის ნაკაპიტნებ ესპანეთის ნაკრებს 2020 წლის 14 ოქტომბერს გაუტანა (1:1). რუსლან მალინოვსკიმ 2020 წლის 10 ოქტომბერს, უკრაინის ნაკრებისთვის უეფას ერთა ლიგის წაგებულ შეხვედრაში (2:1) კროოსის გერმანიასთან თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა. 2017 წლის 14 ნოემბერს ერთმანეთს ამხანაგურ შეხვედრაში რუსეთის და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ და ფრე - 3:3 ითამაშეს. სერხიო რამოსმა ზუსტად ორი პენალტი შეასრულა, სანქტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრაში გაიტანა ალექსეი მირანჩუკმაც.
No description available.

დანაკლისი

"რეალი" ვერ ითამაშებენ: ედენ აზარი (ტრავმა), მარიანო დიასი (ტრავმა), დანიელ კარვახალი (ტრავმა), კაზემირო (დისკვალიფიკაცია წითელი ბარათის მიღების გამო). "ატალანტა" ვერ ითამაშებენ: ჰანს ჰატებორი (ტრავმა), ბოსკო სუტალო (ტრავმა), რემუ ფროილერი (დისკვალიფიკაცია წითელი ბარათის მიღების გამო). შესაძლოა ვერ ითამაშოს: ბერატ ჯიმშიტი.

სავარაუდო შემადგენლობა

რეალი“: კურტუა - ვასკესი, ვარანი, რამოსი, მენდი - მოდრიჩი, ვალვერდე, კროოსი - ასენსიო, ბენზემა, ვინიციუსი (4-3-3). მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი (ფრანგი, 48 წლის). „ატალანტა": გოლინი - ტოლოი, რომერო, პალომინო - მაელე, რონი, პესინა, გოსენსი - ილიჩიჩი - ზაპატა, მურიელი (3-4-1-2). მთავარი მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი (იტალიელი, 63 წლის).

მსაჯი

შეხვედრას ნიდერლანდელი არბიტრი მოემსახურება, რომელმაც ამ სეზონში, ყველა ტურნირზე უკვე 29 შეხვედრაზე იმუშავა, ჯამში 110 ყვითელი, 6 წითელი ბარათი აჩვენა და 20 პენალტი დანიშნა. უშუალოდ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით 38 წლის რეფერი ამ სეზონში ექვს შეხვედრაზე იყო განმწესებული: 33 ყვითელი, 1 წითელი ბარათი და 4 პენალტი. აქამდე, დენი მაკელიეს არც მადრიდის "რეალის" და არც "ატალანტას" მატჩზე არ უმუშავია. ბოლო 6 მატჩში, რომელშიც მაკელიე მთავარი არბიტრი გახლდათ, მოახლოებული მატჩის მსაჯმა სულ მცირე 3 ყვითელი ბარათი გამოიყენა. მაკელიეს, რომელიც წარსულში სამშობლოში, პოლიციის ინსპექტორად მუშაობდა, კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი შარშან ჰქონდა, როცა მან უეფას ევროპის ლიგის ფინალს უხელმძღვანელა, რომელშიც "სევილიამ" მილანის "ინტერი" 3:2 დაამარცხა. მაკელიე 2011 წლიდან ფიფას კატეგორიის არბიტრია და ის თავის საქმიანობას 2022 წელს ყატარში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზეც შეასრულებს.
Referee Makkelie relishing big Cologne date | Inside UEFA | UEFA.com

მატჩისწინა კომენტარები

ზინედინ ზიდანი - მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი: "ჩვენი თამაშის თამაში თავიდანვე უნდა დავიწყოთ. ჯერ არაფერი არ მოგვიგია და ბევრი რამის დამტკიცება გვჭირდება, რომ ეს ბარიერი გადავლახოთ. მხოლოდ პირველი შეხვედრის მოგების გამო ვერ ვიფიქრებთ, რომ საქმე უკვე მოგვაგვარეთ. ჩვენ მხოლოდ ამ თამაშზე ვფიქრობთ. ეს ფინალია. ჩვენ შესანიშნავი თამაში უნდა ვაჩვენოთ, თუ გვსურს რომ რთული მეტოქეები დავამარცხოთ.
Zidane: "We won't shit ourselves against Bayern" - AS.com
ჯან პიერო გასპერინი - "ატალანტას" მთავარი მწვრთნელი: "ჩვენ უბრალოდ უნდა მოვიგოთ მადრიდში. ეს მარტივია: სხვა გზა არ არსებობს, მხოლოდ ერთი შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ".
No description available.
ტიბო კურტუა - მადრიდის "რეალის" მეკარე: "სტუმრად გატანილი გოლი ბევრს ნიშნავს, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში განსხვავებული თამაში იქნება. ჩემპიონთა ლიგაში წარმატების მიღწევა ყოველთვის ძალიან რთულია".
Thibaut Courtois Backs Use of VAR With Technology Set for Champions League Debut | 90min

პროგნოზი

ტურნირის ისტორიაში საუკეთესო გუნდი კარგ ფორმაშია. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ედენ აზარი კვლავ ვერ ეხმარება, "სამეფო კლუბმა" ბოლო 10 მატჩიდან ერთადერთი წააგო. ქვეყნის შიდა ტურნირებში "რეალს" წარმატების მიღწევის მიზერული შანსი აქვს, ზიდანისთვის სეზონის გადარჩენის იმედი კი ჩემპიონთა ლიგაა, რომელშიც შედარებით გამოუცდელ მეტოქეს უპირისპირდებიან. ესპანელებს მარაგში იტალიაში მოგებული მატჩი და სტუმრად გატანილი გოლი აქვთ და საშინაო მატჩის წინ ეს მათ უპირატესობას აძლევს. თავის მხრივ, გასპერინის შეგირდებს დასაკარგი აღარაფერი აქვთ და პირველივე წუთებიდან გოლის გატანას შეეცდებიან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ გოლი ორივე კლუბმა უნდა გაიტანოს, შემდეგ ეტაპზე კი მასპინძლები უნდა გავიდნენ შემდეგ ეტაპზე მადრიდის "რეალი" გავა 1.36  გოლს ორივე გუნდი გაიტანს 1.50 სავარაუდო ანგარიში 2:1 - 8.60

სხვა სტატიები