Belive

პრევიუ: მანჩესტერ სიტი-ლიონი 

3 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ
დრო: 15 აგვისტო, 23:00 საათი სტადიონი: ესტადიო ხოსე ალვალადე (ლისაბონი, პორტუგალია) - ნეიტრალური არენა მსაჯი: დენი მაკელიე (ნიდერლანდები, 37 წლის)

სატურნირო მდგომარეობა 

"ქალაქელებმა", რომლებმაც მერვედფინალიდან ტურნირის ყველა დროის საუკეთესო გუნდი გამოთიშეს, C ჯგუფი წაუგებლად და 14 ქულით დაასრულეს. ამრიგად, მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონთა ლიგაში 8 შეხვედრა ჩაატარა, 6 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 20 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში მხოლოდ 6 მიიღო. რაც შეეხება "ლიონს" მათ პლეი-ოფში თანაბარი შანსების მქონე G ჯგუფიდან მოაღწიეს, სადაც მეტოქეებად "ლაიპციგი" (მომავალი ნახევარფინალისტი), ლისაბონის "ბენფიკა" და სანქტ-პეტერბურგის "ზენიტი" ჰყავდათ. "ლიონმა" საერთო ჯამში 2-2 მოგება, ფრე და წაგება მიითვალა და შესაბამისად ჯგუფი 8 ქულითა და მეორე პოზიციით დაასრულა. მერვედფინალში მათ წინაშე გაცილებით მაღალი დონისა და გამოცდილების მქონე გუნდი აღიმართა, თუმცა ფრანგებმა კრიშტიანუ რონალდუსა და "იუვენტუსს" ორი მატჩის ჯამში ფრე - 2:2 ეთამაშეს და სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობით ლისაბონამდე მოაღწიეს. მათ მიერ გატანილ/გაშვებული ბურთების ბალანსი ასეთია - 11:10.
Man City 2-1 Real Madrid LIVE! Champions League result, latest ...

სათამაშო ფორმა

კორონავიურის პანდემიით გამოწვეული პაუზის დასრულების შემდეგ, პეპ გვარდიოლას შეგირდებმა ყველა ტურნირზე, საერთო ჯამში 13 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 10 მოიგეს და 3-ში დამარცხდნენ - განახლების შემდეგ ინგლისელებს ფრე არ უთამაშიათ. ამ შეხვედრებიდან მხოლოდ 3 აღმოჩნდა ისეთი, როცა სულ მცირე სამი გოლი არ გასულა. პანდემიის გამო, საფრანგეთის ლიგა 1-ის ხელმძღვანელებმა ტურნირის ნაადრევად დასრულება გადაწყვიტეს, რის გამოც "ლიონი" ევროსარბიელის მიღმა დარჩა. ამრიგად, წელს გუნდს განსაკუთრებული მოტივაცია ექნება, თუმცა მათ კარანტინის შემდეგ მხოლოდ 2 ოფიციალური მატჩი ჩაატარეს: ტურინში, "იუვესთან" 1:2 და საფრანგეთის თასის ფინალი "პსჟ-სთან" - 0:1.
Lyon bundle Juve out of the Champions League - AS.com

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები ერთმანეთს ორჯერ, 2 სეზონის წინ, ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ და "სიტიმ" ვერცერთი მათგანის მოგება მოახერხა. რუდი გარსიას გუნდმა პეპ გვარდიოლა ინგლისში (2:1) დაამარცხა, საკუთარ ქალაქში კი ფრე - 2:2 ეთამაშა.

ფაქტები მატჩის შესახებ

  • გვარდიოლას გუნდის ბოლო 13 მატჩიდან 10-ში გოლის გატანა მხოლოდ ერთმა გუნდმა შეძლო.
  • ბოლო მატჩი, რომელიც "მან სიტიმ" ჩაატარა, სწორედ ჩემპიონთა ლიგაში, მადრიდის "რეალთან" საშინაო კედლებში (2:1) გამარჯვება იყო.
  • იმ ბოლო 17 მატჩიდან 14-ში, რომელიც "სიტიმ" ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ჩაატარა, სულ მცირე 2 გოლის გატანა მოახერხა.
  • ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 მატჩში "სიტიმ" პირველი ტაიმი ფრედ დაასრულა, შეხვედრა კი მოიგო. ყველა ამ დაპირისპირებაში მინიმუმ 3 ბურთი გავიდა.
  • "სიტის" ბოლო ექვს მატჩში ჩემპიონთა ლიგაში გოლის გატანა ორივე გუნდმა მოახერხა.
  • "ლიონმა" ზაფხულში, ფორმაში ჩადგომა ამხანაგური შეხვედრებით გადაწყვიტა. "ოლიმპიკმა" "ნიცას", "გენტს", "სელტიკსა" და "ანტვერპენს" მოუგო, სტივენ ჯერარდის "რეინჯერსთან" კი დამარცხდა.
  • ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 მატჩი, რომელიც "ლიონმა" საფრანგეთის ფარგლებს მიღმა ჩაატარა, წააგო.
  • "სიტიმ" ჩემპიონთა ლიგაში იმ ბოლო 4 მატჩის 75% მოიგო, რომელშიც პირველი გოლის გატანა თავად მოახერხა.
  • სერხიო აგუეროს არ ყოფნაში გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალის სტატუსი რაჰიმ სტერლინგმა უნდა მოირგოს, რომელმაც "რეალს" გამარჯვების გოლი გაუტანა - ინგლისელის მიერ ჩემპიონთა ლიგაში გატანილი ბოლო 4-დან 3 გოლი ანგარიშის გამხსნელი აღმოჩნდა.
  • "მანჩესტერ სიტისა" და ფრანგული კლუბების ევროტურნირებზე დაპირისპირებებში სრული თანაფარდობაა - 2 მოგება, 2 მარცხი, 3 ფრე, 12 გატანილი და 12 გაშვებული გოლი.
Olympique Lyonnais vs Manchester City, UEFA Champions League ...

დანაკლისი

"მანჩესტერ სიტი": ფერან ტორესი, ნათან აკე (ზაფხულის ტრანსფერები, არ არიან სეზონის განაცხადში), სერხიო აგუერო (ტრავმა). "ლიონი": მაქსველ კორნე, კენი ტეტე (ორივე ტრავმა).

სავარაუდო შემადგენლობა

"მანჩესტერ სიტი": ედერსონი - ლაპორტი, ფერნანდინიო, ვოლკერი - გიუნდოგანი, როდრიგო, დე ბრუინი - სტერლინგი, ჟეზუსი, ბერნარდო სილვა. მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა. "ლიონი": ლოპესი - დენაიერი, მარსელო, მარკალი - დუბოისი, კაქურე, გიმარაეში, ოუარი, კორნიე - დემბელე, დეპაი. მთავარი მწვრთნელი: რუდი გარსია.

მსაჯი

ახალგაზრდა ნიდერლანდელი არბიტრი მიმდინარე სეზონში უეფას ტურნირებზე მერვე მატჩს უხელმძღვანელებს. წინა 7 შემთხვევიდან 6-ჯერ მან ბარათი სულ მცირე 3-ჯერ გამოიყენა. ყველა ტურნირზე, მაკელიემ ბოლო 7 მატჩიდან 4-ში მინიმუმ 5 ფეხბურთელი გააფრთხილა. 37 წლის რეფერი, რომელიც ფიფას კატეგორიის არბიტრის წოდებას 2011 წლიდან ფლობს, კარიერაში "მანჩესტერ სიტისა" და ლიონის "ოლიმპიკის" თითო-თითო მატჩს წარუძღვა. ინგლისელების შემთხვევაში ეს ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მატჩი გახლდათ, სადაც გუნდმა მიუნხენგლადბახის "ბორუსია" 4:2 დაამარცხა და საბოლოოდ ნახევარფინალშიც ითამაშა, ხოლო ფრანგებს მაკელიემ ამავე ტურნირზე, ოღონდ 2 წლით გვიან და ამ შემთხვევაშიც გერმანულ კლუბთან უმსაჯა ("ჰოფენჰაიმთან" 2:2). სამხრეთ ნიდერლანდების პოლიციის ყოფილი ოფიცრის სამსაჯო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალია, თუმცა ის იქ ვიდეო-გამეორების სისტემას აკონტროლებდა.
No description available.

მატჩისწინა კომენტარები

ბერნარდო სილვა - "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი: "დაბადების დღე მაქვს და ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება, იმედი მაქვს რამდენიმე დღეში ყველანი ერთად ვიზეიმებთ. ყველანი ძალიან კონცენტრირებულები და ამბიციურები ვართ. ეს არის ერთადერთი ტურნირი, რომელიც არასდროს მოგვიგია და ეს უნდა მოვახერხოთ. საფრანგეთში სამი სეზონი გავატარე და ვიცი თუ როგორ ემზადებიან ფიზიკურად ფრანგული კლუბები. ის ფაქტი, რომ "ლიონი" მეოთხედფინალშია, მათ სიძლიერეზე მიუთითებს. მათ "იუვენტუსის" სახით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დაამარცხეს, ეს ნიშნავს, რომ "ლიონი" 8 საუკეთესო გუნდს შორის ყოფნას იმსახურებს".
Bernardo Silva ignoring favourites tag as Man City prepare for ...
    რუდი გარსია - "ლიონის" მთავარი მწვრთნელი: "ტურინის "იუვენტუსთან" ორმატჩინი დუელი "მანჩეტსერ სიტისთან" დაპირისპირებამდე კარგი გამოცდილებაა. ამ შეხვედრაში ჩვენი მეტოქე დიდ ფავორიტად მიიჩნევა და მათ ეს სტატუსი დამსახურებულად ეკუთვნით. მათ ჰყავთ ტექნიკურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელები, რომლებმაც ზუსტად იციან თუ როგორ უნდა დაიჭირონ ბურთი და რა უნდა უყონ მას. სახიფათო თამაში გველის, მაგრამ ჩვენი ძალების კიდევ ერთხელ უნდა ვირწმუნოთ. ვიცით, ვის წინააღმდეგ ვთამაშობთ - პეპ გვარდიოლა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია".
No description available.

პროგნოზი

პეპ გვარდიოლას გუნდის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ეს ერთადერთი ტურნირია, რომელიც ვერც "ქალაქელებმა" თავიანთ ისტორიაში და ვერც თავად ესპანელმა სპეციალისტმა "ბარსელონადან" წამოსვლის შემდეგ ვერ მოიგეს. თანაც, ბოლო, ტრიუმფალური დეკადის ფონზე, გასული სეზონი "სიტისთვის" არასახარბიელო იყო, მათ მხოლოდ ლიგის თასი მოიგეს და ტიტული "ლივერპულს" დაუთმეს. კარგ ფორმაში მყოფ "სიტის" ხელს წილისყრაც უწყობს, მათ ბოლო წლებში ნახევარფინალში გასვლის საუკეთესო შანსი აქვთ, სადაც პეპს ორი ყველაზე კარგად ნაცნობი კლუბი ელოდება. უდიდესი ალბათობით, ინგლისელებმა ფავორიტის სტატუსი უნდა გაამართლონ და დომინაცია პირველივე წუთებიდან აჩვენონ. მანჩესტერ სიტი მოიგებს პირველ ტაიმს 1.65 მატჩში 2.5-ზე მეტი გოლი გავა 1.55 სავარაუდო ანგარიში: 2:1 8.40 

სხვა სტატიები