Belive

პრევიუ: მილანი - ინტერი

3 წლის წინ ფეხბურთი
10 წთ
დრო: 21 თებერვალი, კვირა, 18:00 საათი სტადიონი: ჯუზეპე მეაცა/სან სირო (მილანი) მსაჯი: დანიელე დოვერი (იტალიელი, 43 წლის) სერია A: 23-ე ტური

სატურნირო მდგომარეობა

მიმდინარე სეზონში რიგით მესამე „დერბი დელა მადონინა“ ამჯერად, ცხრილის სათავეში მყოფი ორი გუნდის დაპირისპირება იქნება. სკუდეტოსთვის ბრძოლის ორი ყველაზე გამოკვეთილი ფავორიტი მოსისხლე მტერთან ბრძოლას პირველ-მეორე საფეხურზე ყოფნითა და ერთმანეთთან ქულათა მინიმალური განსხვავებით ხვდება. 22 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, „ინტერნაციონალს“ 50 ქულა აქვს დაგროვილი და გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს, ხოლო „როსონერის“ ერთით ნაკლები ქულა და შესაბამისად, სატურნირო პოზიცია აქვს. ორივე გუნდმა მიმდინარე ტურნირში 15-15 შეხვედრის მოგება მოახერხა, თუმცა „შავ-ლურჯებმა“ „კარის მეზობლებს“ ერთით ნაკლები მარცხით (2) და ამრიგად, ერთით მეტი ფრით (5) აჯობეს. ლუკაკუ-მარტინესის ტანდემმა და „ნერაძურის“ სხვა მეგოლეებმა ჯამში 54 ბურთი შეაგდეს, რაც ამ სეზონში ყველა მეტოქეზე უკეთესი მაჩვენებელია, მაშინ, როდესაც იბრამ და ბიჭებმა შებრუნებული ციფრების ოდენობის გოლი გაიტანეს - 45. რაც შეეხება საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვას, „ინტერმა“ სეზონში 24 გოლი გაუშვა, ერთით ნაკლები, ვიდრე მისმა მომავალმა მეტოქემ. გატანილ/გაშვებული ბურთების ბალანსით ანტონიო კონტეს გუნდი ჩემპიონატში საუკეთესოა, მაშინ, როდესაც სტეფანო პიოლის შეგირდები ამ კომპონენტში მეოთხე პოზიციას იკავებენ.

სათამაშო ფორმა

მატჩის ნომინალური მასპინძლები ბოლო პერიოდში ვერ ბრწყინავენ, მათ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 6 შეხვედრიდან 3 წააგეს და მხოლოდ ორჯერ იმარჯვეს. საპირისპიროდ, კარგ ფორმაშია „ინტერი“, რომელმაც უკანასკნელი 20 შეხვედრიდან მხოლოდ 2 წააგო, 15 მათგანი გამარჯვებით დაასრულა და ამავე პერიოდში იტალიის ჩემპიონატს სათავეში ჩაუდგა. ბოლო შეხვედრა „მილანმა“ ევროპის ლიგაზე, 1/16-ფინალური ეტაპის მესამე ტურის პირველი რაუნდის ეგიდით, სერბეთში, 18 თებერვალს ჩაატარა და ბელგრადის „ცრვენა ზვეზდასთან“ ფრე - 2:2 ითამაშა. მაშინ, როცა „ინტერმა“ ბოლოს 14 რიცხვში, „ლაციოს“ წინააღმდეგ საშინაო კედლებში ითამაშა (3:1 იმარჯვა) და მოსამზადებლად 1 სრული კვირა დაიტოვა. „მილანის“ ბოლო 5 მატჩი ყველა ტურნირზე: //მ/მ/ „ინტერის“ ბოლო 5 მატჩი ყველა ტურნირზე: //// „მილანის“ საუკეთესო ბომბარდირი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (16 გოლი, 2 საგოლე გადაცემა). „ინტერის“ საუკეთესო ბომბარდირი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე: რომელუ ლუკაკუ (22 გოლი, 4 საგოლე გადაცემა).
zlatan ibrahimovic vs romelu lukaku-ის სურათის შედეგი

ურთიერთშეხვედრები

იტალიის 18-გზის ჩემპიონი ორი გუნდი ერთმანეთს ისტორიაში 193-ედ დაუპირისპირდება. აქამდე ჩატარებული 192 შეხვედრიდან 61 „მილანმა“ მოიგო, 59 ფრედ დასრულდა, 73-ში კი გამარჯვებას „ინტერმა“ მიაღწია. მიმდინარე სეზონში გუნდები ერთმანეთს უკვე ორჯერ შეხვდნენ. იტალიის ჩემპიონატის ეგიდით, 17 ოქტომბერს ჩატარებულ შეხვედრაში „მილანმა“ – 2:1 იმარჯვა, ხოლო კოპა დელ რეის მეოთხედფინალში რომელიც ზუსტად 1 თვის წინ შედგა, იგივე ანგარიში, ოღონდ „ინტერის“ სასარგებლოდ დაფიქსირდა. გუნდების ბოლო ხუთი დაპირისპირებიდან 4-ში გოლის გატანა ორივე მეტოქემ მოახერხა. გუნდების ბოლო 5 შეხვედრიდან ოთხში სულ მცირე 3 გოლი გავიდა. „ინტერმა“ მეტოქეს ყველა ტურნირის ეგიდით გამართული ბოლო 6-დან 5 შეხვედრა მოუგო. მართალია ამ დერბიში ჩატარებული შეხვედრებისას, სტუმარ-მასპინძლის ფაქტორს მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ საინტერესოა, რომ „მილანმა“ 2016 წლის შემდეგ, მასპინძლის რანგში ჩატარებული ხუთი მატჩიდან ვერცერთი მოიგო, მაშინ, როცა „ინტერმა“ სტუმრის ამპლუაში უკანასკნელი 11 დაპირისპირებიდან6 მოიგო და მხოლოდ ერთში დამარცხდა. გულშემატკივარი საკმაოდ ცხელი დაპირისპირების მოლოდინში უნდა იყოს, რასაც იბრა-ლუკაკუას ბოლოდროინდელი კონფლიქტი და შემდეგი სტატისტიკაც მოწმობს: გუნდების ბოლო 11 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი გამოდგა, ისეთი, რომელშიც მსაჯმა მინიმუმ 5 ბარათი არ გამოიყენა, უკანასკნელი 6-დან 4-ში კი არბიტრებმა მოთამაშეები სულ მცირე 7-ჯერ გააფრთხილეს.

ფაქტები მატჩის შესახებ

  • „მილანმა“ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 6 შეხვედრიდან კარის მშრალად შენახვა მხოლოდ ერთ მათგანში მოახერხა.
  • „მილანის“ მიერ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 6 შეხვედრიდან 5-ში სულ მცირე 3 ბურთი გავიდა.
  • “მილანმა“ მიმდინარე სეზონში ტოპ 6 იტალიური გუნდის წინააღმდეგ გამართული ბოლო სამი მატჩიდან ვერცერთი მოიგო (1 ფრე, 2 წაგება).
  • „მილანი“ კარგ ფორმაში ვერ არის, საწყის 15 ტურში წაუგებლობის შემდეგ, „როსონერიმ“ სერია A-ში ბოლო 7 შეხვედრიდან 3 წააგო.
  • „მილანმა“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ყველა ის 14 მატჩი მოიგო, რომელშიც პირველ ტაიმშიც გამარჯვებას მიაღწია.
  • „მილანმა“ სერია A-ში ბოლო 12 საშინაო შეხვედრიდან 10-ში მეტოქეთა კარი სულ მცირე 2-ჯერ აიღო.
  • „მილანმა“ ამ სეზონში, სერია A-ში ჩატარებული შეხვედრების 55%-ში გოლის გატანა ორივე ტაიმში მოახერხა.
  • „მილანის“ ბოლო 6 შეხვედრაში გოლების უმეტესი ნაწილი მეორე ტაიმში გავიდა.
  • „მილანის“ მიერ მიმდინარე სეზონში, სერია A-ში ჩატარებული მატჩების 64&-ში პენალტი დაინიშნა.
  • „ინტერმა“ ბოლო სამ სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში გოლი არ გაუშვა.
  • „ინტერმა“ სერია A-ში ბოლო 17 სტუმრად გამართული მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო.
  • „ინტერმა“ სერია A-ში ბოლო სამი შეხვედრის როგორც პირველი ნახევარი, ისე მთლიანად სათამაშო დრო მოიგო.
  • „ინტერმა“ სერია A-ში გამართული ბოლო 6 შეხვედრიდან 5-ში მეტოქეთა კარი მინიმუმ 2-ჯერ დალაშქრა.
  • „ინტერმა“ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 20 შეხვედრიდან 14-ში მეტოქეებს მინიმუმ 2 გოლი გაუტანა.
  • „ინტერმა“ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 8 მატჩიდან 5-ში გოლი არ გაუშვა.
  • შეხვედრაში მეტოქეთა მცველებისთვის ორი ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი რომელუ ლუკაკუ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი იქნებიან. საინტერესოა, რომ ორივე მათგანმა თავიანთ კარიერაში გატანილი გოლების თითქმის ¼ (24.62%) 76-დან 90-ე წუთამდე შუალედში გაიტანეს.
antonio conte and stefano pioli-ის სურათის შედეგი

დანაკლისი

„მილანი“ - ვერ ითამაშებენ: დანიელე ბონერა, ბრაჰიმ დიასი, ისმაილ ბენასერი. „ინტერი“ - ვერ ითამაშებს: სტეფანო სენსი.

სავარაუდო შემადგენლობა

მილანი“: დონარუმა - კალაბრია, კიაერი, რომანიოლი, ერნანდესი - კესი, ტონალი - რებიჩი, ჩალჰანოღლუ, საელემაკერსი - იბრაჰიმოვიჩი (4-2-3-1). მთავარი მწვრთნელი: სტეფანო პიოლი (იტალიელი, 55 წლის). „ინტერი“: ჰანდანოვიჩი - შკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი - ჰაკიმი, ბარელა, ბროზოვიჩი, ერიქსენი, პერიშიჩი - ლუკაკუ, მარტინესი (3-5-2). მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე (იტალიელი, 51 წლის).

მსაჯი

დანიელე დოვერი მიმდინარე სეზონში სერია A-ს 11 მატჩს მოემსახურა და აქედან 10-ში სულ მცირე 3 ბარათი გამოიყენა. რომში დაბადებული არბიტრი ორივე კლუბის 20-20 შეხვედრას ხელმძღვანელობდა, სადაც გუნდების ბალანსი შემდეგნაირია: „მილანი“: 13 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება. 37 ყვითელი ბარათი, 2 წითელი ბარათი, „ინტერი“: 8 მოგება, 6 ფრე, 6 წაგება. 42 ყვითელი ბარათი, 4 წითელი ბარათი. აქამდე დოვერიმ მილანურ დერბიში თავისი საქმე ერთადერთხელ, 2019 წლის 21 სექტემბერს, სერია A-ს მეოთხე ტურის ეგიდით გამართულ შეხვედრაში შეასრულა, რომელშიც „ნერაძურიმ“ (2:0) იმარჯვა. იქ გოლები მარსელ ბროზოვიჩმა და რომელუ ლუკაკუმ გაიტანეს, ანდრეა კონტიმ, დანილო დამბროსიომ და ანტე რებიჩმა კი ყვითელი ბარათები მიიღეს.
No description available.

მატჩისწინა კომენტარები

სტეფანო პიოლი - „მილანის“ მთავარი მწვრთნელი: „თამაშის ხარისხი უნდა გავაანალიზოთ და გავაუმჯობესოთ. რადგან ეს სეზონის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. უკეთ თამაში შეგვიძლია. სათამაშო ფორმა უნდა დავიბრუნოთ. ამ ბოლო დროს, დერბიში საკმაოდ ბევრი გოლი გადის, მაგრამ ვფიქრობ, ამ მატჩში ის გუნდი გაიმარჯვებს, რომელიც ნაკლებ გოლს გაუშვებს. ახლა „მილანი“ და „ინტერი“ ერთ დონეზე არიან. დერბი სწორ დროს მოდის და ახლა მაქსიმალურად მზად უნდა ვიყოთ“.
stefano pioli press-ის სურათის შედეგი

პროგნოზი

მოახლოებული დერბი გარდა პრინციპული მეტოქეობისა, უდიდეს სატურნირო დატვირთვასაც ატარებს. შესაძლოა ისე მოხდეს, რომ ამ შეხვედრაში გამარჯვებული სკუდეტოს მფლობელი გახდეს. „მილანს“ მიმდინარე სეზონის საუკეთესო მონაკვეთი ნამდვილად არ უდგას. გუნდი სენსაციურად დამარცხდა საშინაო კედლებში „სპეციასთან“ და ვერ მოახერხა გამარჯვება ბელგრადში. საპირისპიროდ, „ინტერს“, რომელიც ევროტურნირებს მიღმაა დარჩენილი, მთელ აქცენტს ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებაზე აკეთებს და ბოლო ტურში „ლაციოსთან“ უკვე ტრადიციად ქცეულ კარგ შეტევასთან ერთად, შთამბეჭდავი დაცვაც ითამაშა. კონტეს გუნდს „დერბი დელა მადონინასთვის“ მოსამზადებლად სრული კვირა ჰქონდა, მაშინ, როცა პიოლის ბიჭებმა 3 დღით ადრე სერბეთში ითამაშეს. „მილანს“ რამდენიმე საკადრო პრობლემა აქვს, მაშინ, როცა „ინტერს“ მხოლოდ სტეფანო სენსი აკლია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, შეხვედრა ნომინალური სტუმრების გამარჯვებით უნდა დაასრულდეს, თამაში კი დიდი ალბათობით ჩაკეტილი გამოვა, რაზეც სტეფანო პიოლიმაც მიანიშნა და სავარაუდოა, რომ ორზე მეტი გოლი არ გავიდეს. შეხვედრას ინტერი მოიგებს 2.06 მატჩში 2.5-ზე მეტი გოლი არ გავა 2.15 სავარაუდო ანგარიში 0:2 10.00

სხვა სტატიები