Belive

პრევიუ​: ნაპოლი-ბარსელონა

4 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ
დრო: 25 თებერვალი, სამშაბათი, 23:59 საათი სტადიონი: სან პაოლო (ნეაპოლი) მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანელი, 44 წლის)

სატურნირო მდგომარეობა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალამდე გუნდები განსხვავებული სატურნირო გზით მოვიდნენ. მასპინძლებმა, რომლებიც E ჯგუფიდან გასასვლელად "ლივერპულთან" და "ზალცბურგთან" ერთად იბრძოდნენ, მიმდინარე ტურნირზე არცერთი მატჩი არ დათმეს, 1 ქულა მოაგროვეს, მეორე ადგილი დაიკავეს და ფლეი-ოფის საგზური მოიპოვეს. იტალიურმა კლუბმა 11 გოლი გაიტანა და 4 გაუშვა. რაც შეეხებათ კატალონიელებს, მათ ყველაზე რთულ ჯგუფში გამოსვლა მოუწიათ, თუმცა "დორტმუნდთან", "ინტერთან" და პრაღის "სლავიასთან" არცერთი შეხვედრა წაუგიათ და 14 ქულით F ჯგუფის საუკეთესო გუნდის წოდება მოიპოვეს. "ბარსამ' მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო, თავად კი მხოლოდ 4 ბურთი მიიღო.

სათამაშო ფორმა  

იტალიურ კლუბს მიმდინარე სეზონში ბოლო ათწლეულის ყველაზე ცუდი შედეგი აქვს. გუნდი, რომელსაც ბოლო 7 სეზონში ყველაზე ცუდი შედეგი სერია A-ში ერთხელ დაკავებული მეოთხე ადგილი იყო, მიმდინარე გათამაშებაში 25 ტურის შემდეგ მეექვსე პოზიცია უკავია. სეზონის პირველი ნაწილი ვიცე-ჩემპიონისთვის არასტაბილური გამოდგა: კარლო ანჩელოტის გაშვება, კონფლიქტი ხელმძღვანელობასა და გუნდს შორის. სეზონის მეორე ნახევარში, გუნდი ჯენარო გატუზომ ჩაიბარა, ვისი ხელმძღვანელობითაც ბოლო 9 შეხვედრიდან 7 მოიგო და ევროზონაში დაბრუნდა. დალხინებული მდგომარეობა არც ესპანეთის მოქმედი ჩემპიონის ბანაკშია. ერნესტო ვალვერდეს გაშვებას და ორი ტურნირიდან გამოთიშვას თან სკანდალი დაერთო - კლუბის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გუნდის ლიდერების რეპუტაციის შელახვაზე იმუშავა. ერთადერთი დადებითი, რაც "ბლაუგრანას" თავს ბოლო პერიოდში მოხდა, ლეო მესის მორიგი დიდებული მატჩი (პოკერი "ეიბართან" და 5:0 გამარჯვება) და ლა ლიგაში პირველი ადგილის დაბრუნება იყო. კიკე სეტიენმა გუნდს თავისი ხელი დაატყო და ტრადიციული სათამაშო სტილი დაუბრუნდა - შედეგად, "ბარსელონამ'" ბოლო 9 შეხვედრიდან მოიგო.

ურთიერთშეხვედრები

ეს ორი გუნდი ერთმანეთს ოფიციალური სტატუსით აქამდე არ შეხვედრია. "ნაპოლიმ" და "ბარსელონამ" ერთმანეთის წინააღმდეგ ამხანაგურად 4-ჯერ ითამაშეს, აქედან 3 შეხვედრა ესპანელების გამარჯვებით დასრულდა, ერთხელ კი მეტოქის დამარცხება ნეაპოლტანელებმა მოახერხეს. ბურთების შეფარდება "ბარსას" სასარგებლოდ - 11:2.

ფაქტები მატჩის შესახებ

  • "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 6 მატჩში არ დამარცხებულა.
  • ჩემპიონთა ლიგაში "ნაპოლის" ბოლო 7 საშინაო შეხვედრა არ წაუგია (5 მოგება, 2 ფრე). აქედან მოგებული ბოლო 4 მატჩში "ნაპოლიმ" გოლის გატანა საწყის 5 ან ბოლო 10 წუთში მოახერხა.
  • საშინაო კედლები, "ნაპოლი" არადამაჯერებელია. გუნდმა სერია A-ს ეგიდით, შინ, გატუზოს ხელმძღვანელობით გამართული 5 მატჩიდან 4 წააგო.
  • "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში მესამედ გავიდა, თუმცა ამ გუნდს    მეოთხედფინალამდე არასდროს მიუღწევია. მაშინ, როცა "ბარსელონა" ევროპის საუკეთესო 8 გუნდს შორის ბოლო 12 სეზონის განმავლობაში მიჯრით მოხვდა - ეს ტურნირის რეკორდია. ბოლო გუნდი, რომელმაც კატალონიელები 1/8-ფინალში ჩატოვა, 2006/07 წლების სეზონში "ლივერპული" იყო.
  • "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის ბოლო 20 საშინაო მატჩში სულ მცირე 1 გოლი გააქვს. ბოლოს, "სან პაოლოზე" მეტოქის კარის აღება მასპინძლებმა 2016 წლის ნოემბერში, კიევის "დინამოსთან" ვერ მოახერხეს - 0:0.
  • "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 6 მატჩში არ დამარცხებულა.
  • "ბარსელონას" მიერ, ჩემპიონთა ლიგაში, ბოლო 6 მატჩიდან მოგებულ ოთხში, ორივე გუნდმა გოლის გატანა ვერ მოახერხა.
  • "ბარსამ" ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 5-დან 4 მატჩი მოიგო, აქედან 2 იტალიური "ინტერის" წინააღმდეგ, რომელიც "ნაპოლის" ჩემპიონატში 18 ქულით უსწრებს.
  • ბოლოს, "ბარსელონამ'' იტალიურ გუნდს სტუმრად 2006 წლის აპრილში, ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში მოუგო ("მილანს" 1:0). იმ მატჩში, "ნაპოლის" ამჟამინდელმა თავკაცმა ჯენარო გატუზომაც ითამაშა. იმ სეზონში, კატალონიელებმა ტურნირის მოგება მოახერხეს.
No description available.

დანაკლისი

ნაპოლი: ვერ ითამაშებენ: კევინ მალკუიტი. შესაძლოა ვერ ითამაშონ: ფაუზი გულამი, ესიდ ჰისაი, კალიდუ კულიბალი. ბარსელონა: ვერ ითამაშებენ: სერხი რობერტო, ჟორდი ალბა, უსმან დემბელე, ლუის სუარესი, მარტინ ბრაითვეითი.

სავარაუდო შემადგენლობა

ნაპოლი: ოსპინა - რუი, მაქსიმოვიჩი, მანოლასი, ლორენცო - ძიელინსკი, დემე, რუისი - ინსინიე, მერტენსი, პოლიტანო. (4-3-3). მთავარი მწვრთნელი: ჯენარო გატუზო (იტალიელი, 42 წლის). ბარსელონა: ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლენგლე, ფირპო - დე იონგიბუსკეტი, არტური - მესი, გრიზმანი, ფატი. (4-3-3). მთავარი მწვრთნელი: კიკე სეტიენი (ესპანეთი, 61 წლის).
No description available.

მატჩისწინა კოენტარები 

კიკე სეტიენი ("ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი): "რომისა და ლივერპულის შესახებ ბევრი არ გვისაუბრია, რადგან გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობა მაშინდელისგან განსხვავდება. შედარება არც ღირს. პირადად ჩემთვის დღევანდელ მატჩს დიდი მოტივაცია აქვს, რადგან ჩემპიონთა ლიგაში ეს ჩემი პირველი შეხვედრაა. მნიშვნელოვანია, რომ დებიუტი ასეთი ისტორიისა და ვნების მქონე სტადიონზე მაქვს. გუნდში კარგი განწყობაა, მშვენივრად ვართ მომზადებული და მეტოქეს სათანადოდ ვაფასებთ. მარადონა დიდებული ფეხბურთელია, ისეთივე, როგორიც იოჰან კრუიფი. ეს ის მოთამაშეები არიან, რომლებმაც სპორტის ეს სახეობა შეგვაყვარეს, თუმცა ლეო მესი ყველაზე სტაბილური ფეხბურთელია, ვინც მინახავს. საოცარია, რასაც ის ბოლო 14-15 წლის განმავლობაში აკეთებს". ჯენარო გატუზო ("ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი): "ჩვენ შიშის გარეშე უნდა ვითამაშოთ. მინდა ვნახო გუნდი, რომელიც ზეწოლა მამაცურად გადაიტანს. ლიონელ მესის ისეთი რაღაცების გაკეთება შეუძლია, რასაც თქვენ მხოლოდ "ფლესთეიშენზე" თუ ნახავთ, მაგრამ ჩვენ მის შეჩერებას ვცდით".

პროგნოზი

ორივე გუნდმა მიმდინარე სეზონი რთულად დაიწყო, მწვრთნელის შეცვლის შემდეგ კი მოფერიანდა და თამაშის ჩვეულ სტილს დაუბრუნდა. მართალია, "ბარსელონას" მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემები აქვს და ვერც მარტინ ბრაითვეითს გამოიყენებს, რომელიც გუნდს ბოლო შეხვედრაში გოლის გატანაში დაეხმარა, თუმცა კლასითა და გამოცდილებით მეტოქეზე გაცილებით მაღლა დგას. დიეგო მარადონას ყოფილ კლუბთან დაპირისპირება ლეო მესისთვის გარკვეული მოტივაცია იქნება, რომელმაც ბოლო შეხვედრაში პოკერი შეასრულა და ნელ-ნელა სათანადო ფორმას იღდგენს. ესპანელები, როლებიც ბოლო 12 სეზონია მერვედფინალის ბარიერის გადალახვას ახერხებენ, დიდი ალბათობით ამ მატჩში გამარჯვებას შეძლებენ, თუმცა მეტოქე საშინაო კედლებში უგოლოდ არ დანებდება. "ბარსელონა" მოიგებს 1.85 გოლს ორივე გუნდი გაიტანს 1.70 სავარაუდო ანგარიში: 1:2

სხვა სტატიები