Belive

პრობლემა სერიოზულია - აგუერო მინიმუმ 3 თვეს გამოტოვებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სერხიო აგუეროს ჯანმრთელობის პრობლემა სერიოზულია - არგენტინელი თავდამსხმელი "ბარსელონას" მინიმუმ 3 თვით გამოაკლდა. როგორც იცით, "ალავესთან" მატჩის მე-40 წუთზე სერხიომ დისკომფორტი იგრძნო. ამის გამო ის შესაცვლელი გახდა. სერხიო აგუერო არითმიის გამო სარეაბილიტაციო პროცესს იწყებს, 33 წლის ფეხბურთელის დაბრუნების ვადა კი მკურნალობის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. შეგახსენებთ, რომ აგუეროს "ბარსაში" ტრანსფერის შემდეგ ტრავმა ჰქონდა. ამის გამო მან არაერთი შეხვედრა გამოტოვა, მოედანს კი 17 ოქტომბერს, "ვალენსიასთან" დაუბრუნდა. სერხიომ სადებიუტო გოლის გატანაც, "ელ კლასიკოში" მოახერხა.

სხვა სტატიები