Belive

პროფესორი და ბეჯითი მოსწავლე  

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

"ლივერპულისა" და ინგლისის ნაკრების 17-წლამდე გუნდებში გამოჩენის შემდეგ, ის ბრიტანული ფეხბურთის მთავარ ტალანტად და ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა. მერე ფელიპე კოუტინიოსა და ლუის სუარესთან ერთად მერსესაიუდული კლუბის მთავარ გუნდში გაიბრწყინა და პრემიერლიგის შიდასატრანსფერო რეკორდიც დაამყარა, გვარიც ხომ შესაბამისი აქვს - სტერლინგი მანჩესტერ სიტიმ 63 მილიონ ფუნტად შეიძინა. "გაქალაქელების" მერე რაჰიმმა შთამბეჭდავი ფეხბურთის ჩვენება ვერ გააგრძელა, პირიქით კარიერაში რთული პერიოდი დაუდგა: პირველ სეზონში მხოლოდ 11 გოლს მოუყარა თავი, ევროპის ჩემპიონატზე კი ინგლისის ნაკრების ყველაზე სუსტ წერტილად მონათლეს. და მერე, მანჩესტერში პეპ გვარდიოლა გამოჩნდა... იმ ცნობილი ვიდეოდან მოყოლებული, ესპანელი საფეხბურთო გენიოსი ნიჭიერ ინგლისელს მეტოქისგან თავის დაღწევას და თავისუფალ ზონაში მოხვედრას რომ ასწავლის, სტერლინგი სხვა ფეხბურთელი გახდა.

  სტატისტიკა, რომელსაც აწ უკვე "სიტის" ლიდერი აჩვენებს, უბრალოდ გასაოცარია. ნელ-ნელა რაჰიმის სათამაშო დრო გაიზარდა, სათადარიგო სკამიდან შემოსვლის და საჩემპიონოდ უმნიშვნელოვანესი ქულების მოპოვების შემდეგ, ფეხბურთელი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა, თანაც "სიტიში" არსებული კონკურენციისა და როტაციის პირობებში. სტერლინგმა ბოლო ორ საჩემპიონო სეზონში 48 გოლი გაიტანა და 6 ტიტული მოიგო. ამ სეზონში, გვარდიოლას ბეჯით მოსწავლეს 13 მატჩში უკვე 12 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს, ამას ეროვნულ გუნდში წელს შეგდებული 8 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემაც დავუმატოთ და გავიხსენოთ, რომ ჯერ ნოემბერიც კი არ არის. იმ აზრს, რომ ერთი ნიჭიერი ფეხბურთელი, გვარდიოლას ფილოსოფიამ მსოფლიო-კლასის მოთამაშედ აქცია, "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი მცველი რიო ფერდინანდიც იზიარებს. "არ შემიძლია სტერლინგის მიმართ საქებარი სიტყვები დავიშურო. ის არის ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელი, რომელსაც უკვე ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. ის ყოველდღიურად აუმჯობესებს თავის თამაშს და დღეს მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფეხბურთელს შორის შედის. არ მაინტერესებს რას ფიქრობენ სხვები. ის სათამაშო ეფექტი, რომელიც მას თან სდევს, ის გოლები, რომელსაც ის იტანს, უბრალოდ ფანტასტიკურია.
No description available.
ზოგჯერ ფეხბურთელს აქვს ბედნიერება იმუშაოს ისეთ მწვრთნელთან, რომლისგანაც ბევრს ისწავლის. ასეა სტერლინგიც, რომლის წარმატებაში უდიდესი წვლილი პეპ გვარდიოლას მიუძღვის",-თქვა ვეტერანმა ინგლისელმა მას მერე, რაც რაჰიმ სტერლინგმა ჩემპიონთა ლიგაში, ატალანტასთან 11 წუთში ჰეთ-თრიკი შეასრულა, რასაც მატჩის განმავლობაში, 2 საგოლე პასიც დაუმატა.
Image result for sterling"
საკლუბო და სანაკრებო დონეზე 388 მატჩი, 116 გოლი, 114 საგოლე პასი და ის ჯერ კიდევ 24 წლისაა. იქნებ, ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელი რამდენიმე წელიწადში "ოქროს ბურთის" მოგების მთავარ კანდიდატთა შორისაც მოვიხსენიოთ...

სხვა სტატიები