Belive

პსჟ-ის პრეზიდენტი: "ფლორენტინო პერესთან კარგი ურთიერთობა არ მაქვს"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პსჟ"-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფმა განაცხადა, რომ ფლორენტინო პერესთან მას კარგი ურთიერთობა არ აქვს.
"ყველას პატივს ვცემ, მაგრამ ფლორენტინო პერესთან მდგომარეობა არც თუ ისე კარგად მაქვს. სუპერლიგის შემდეგ ურთიერთობამ ასეთი სახე მიიღო. მინდა ვთქვა, რომ "რეალს" ვაფასებ. ეს დიდი კლუბია, რომელიც საპასუხოდ, ჩვენც პატივს გვცემს. ურთიერთპატივისცემა მნიშვნელოვანია. ფლორენტინოსთან არასდროს მილაპარაკია, რადგან კილიანი ჩვენი კლუბის ფეხბურთელია, მბაპეს შესახებ საუბარი არავისთან არ მჭირდება“, - ამბობს ალ-ხელაიფი.
შეგახსენებთ, რომ მბაპეს ახალი ხელშეკრულება "პსჟ"-სთან 2025 წლის ზაფხულამდე აკაშირებს.

სხვა სტატიები