Belive

პსჟ აიაქსის ორ ვარსკვლავში 100 მილიონს იხდის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პსჟ" მომდევნო სეზონისთვის გაძლიერებას იწყებს. პარიზული გუნდის ხელმძღვანელები კიდევ ერთი წარუმატებელი წლის შემდეგ, შემადგენლობაში სერიოზულ ცვლილებებს გეგმავენ. ფრანგული გამოცემების თანახმად, ტომას ტუხელი ამსტერდამის "აიაქსის" ორი ვარსკვლავით - დავიდ ნერეშითა და დონი ვან დე ბეეკის დაინტერესდა. ცნობილია, რომ "პსჟ" ნახსენებ ფეხბურთელებში 100 მილიონ ევროს იხდის. ბრაზილიელი შემტევის, ნერეშის გადაბირებით "ჩელსი", "არსენალი" და "ლივერპულიც" არიან დაინტერესებულები. ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა "აიაქსის" მაისურით 50 მატჩი ჩაატარა, სადაც 12 ბურთი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა. აქვე გეტყვით, რომ დავიდს ამსტერდამელებთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. რაც შეეხება ვან დე ბეეკს, ის "აიაქსის" აღზრდილია. როგორც ცნობილია, 22 წლის ნახევარმცველს ჰოლანდიური გუნდი 60 მილიონ ევროდ შეელევა. დონის ნერეშის მსგავსად "აიაქსთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.  

სხვა სტატიები