Belive

პსჟ ახალ მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს განიხილავს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარი მწვრთნელი, შესაძლოა, ჟოზე მოურინიო გახდეს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პარიზელებს ამჟამინდელი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს გათავისუფლება, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი აქვთ. არგენტინელის შემცვლელად კი მთავარ კანდიდატად სწორედ ჟოზე სახელდება. პოჩეტინოს ,,პსჟ-სთან'' კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 50 წლის სპეციალისტმა გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ი მოიგო. მოურინიო ,,რომაში'' გასული წლის ივლისიდან მუშაობს. პორტუგალიელმა დედაქალაქურ გუნდთან ერთად კონფერენს ლიგის მოგება შეძლო.


სხვა სტატიები