Belive

პსჟ და რეალი ფეხბურთელების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავლენიანი ესპანური მედიაგამოცემა AS იტყობინება, რომ მადრიდის "რეალსა" და "პსჟ"-ის შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები მეკარეების გაცვლის შესახებ. აღნიშნული ფაქტი კეილორ ნავასის უკმაყოფილების შედეგია საკუთარი გუნდის მიმართ - მან სულ ახლახანს მეტი სათამაშო დროის მიზეზით გუნდიდან წასვლა მოითხოვა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოსტა-რიკელმა მეკარემ ფრანგულ კლუბთან შეთანხმებას პირადად მიაღწია, მისი ანაზღაურება 7 მილიონი ევრო იქნება. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ტრანსფერი შედგება, პარიზელები მადრიდულ გრანდში საკუთარ მეკარეს - ალფონსო არეოლას გაუშვებენ, რომელიც ძირითად დროს სათადარიგოთა სკამზე გაატარებს.  

სხვა სტატიები