Belive

პსჟ-დან წასვლის თაობაზე ნეიმარი ლეონარდოს ესაუბრა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარი "პსჟ"-ს მესვეურებს ესაუბრა და ფრანგული კლუბის დატოვების სურვილი დაუდასტურა. Sky Sport-სის სპორტული მიმომხილველის, ბრაიან სუონსონის მტკიცებით, ნეიმარმა ლეონარდოს განუცხადა, რომ "პსჟ"-ს დატოვება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს.
Untitled
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მზადაა ნეიმარის სანაცვლოდ ფილიპე კოუტინიო, სამუელ უმტიტი და უსმან დემბელე შესთავაზოს "პსჟ"-ს. აღსანიშნავია, რომ პარიზელთა სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ "ბარსელონას" მხრიდან ინტერესი დაადასტურა. "ყველასათვის ნათელია რომ ნეიმარს წასვლა სურს. ამ წუთისათვის ოფიციალური წინადადებით არავის მოუმართავს, თუმცა "ბარსელონასთან" აქტიური კონტაქტი გვაქვს. ნეიმარი კლუბის დატოვებას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ რომელიმე გრანდი ჩვენთვის მისაღები წინადადებით მოგვმართავს", - აღნიშნა ლეონარდომ.  

სხვა სტატიები