Belive

პსჟ დე ხეას კვირაში 450 000 ევროს სთავაზობს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პსჟ" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარის, დავიდ დე ხეას შეძენას შეეცდება. როგორც იცით, ესპანელი ფეხბურთელის გადაბირებით უკვე დიდი ხანია ინტერესდებიან სხვადასხვა გუნდები. დე ხეას შეძენა ძალიან სურდა ფლორენტინო პერესსაც, თუმცა ტრანსფერი მაშინ არ შედგა. Daily Star-ის სტატიაში ნათქვამია, რომ პარიზული გუნდი მზადაა, დავიდს ხელფასის სახით კვირაში 450 000 ევრო გადაუხადოს. აქვე გეტყვით, რომ დე ხეას ამჟამინდელი ანაზღაურება 200 000 ევროა. მიმდინარე სეზონში დაშვებული რამდენიმე უხეში შეცდომის შემდეგ, "იუნაიტედის" მწვრთნელს, ოლე გუნარ სოლსკიაერს ჟურნალისტები დე ხეას შესახებ ესაუბრეს. "დაკარგავს თუ არა დე ხეა ძირითად შემადგენლობაში ადგილს? რა თქმა უნდა, არა! დავიდი ფანტასტიკური მეკარეა. მან იცის, რომ უკეთესად თამაში შეიძლებოდა. ჩვენ ერთმანეთთან აუცილებლად ვილაპარაკებთ და დარწმუნებული ვარ, რომ დე ხეას ამაზე სწორი რეაქცია ექნება," - თქვა სოლსკიაერმა.

სხვა სტატიები