Belive

პსჟ დე ხეას შეძენას გეგმავს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პარი სენ-ჟერმენი" მეკარის პრობლემის წინაშე დადგა. გუნდიდან ბუფონი წავიდა და ფრანგებმა თვალი "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარეს, დავიდ დე ხეას დაადგეს. ჯანლუიჯი ბუფონს კონტრაქტი ამოეწურა და ოფიციალურად წავიდა კლუბიდან. შესაბამისად, პარიზელები დე ხეას კანდიდატურას განიხილავენ. თავად ესპანელი მეკარე მზადაა "წითელი ეშმაკების" დასატოვებლად. "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა დაჟინებით აცხადებს, რომ დე ხეა კლუბს არ დატოვებს და მომავალ სეზონსაც "ოლდ ტრაფორდზე" გაატარებს. მას სწორედ მომავალ ზაფხულს ეწურება კონტრაქტი. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი გვიჩვენებს.

სხვა სტატიები