Belive

პსჟ დიდი დანაკლისის წინაშე დგას

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილი გამოცემა "ბლიჩიერი" პარიზელებისთვის მეტად უსიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. ტომას ტუხელის კლუბის ერთ-ერთმა ლიდერმა მარკო ვერატიმ ვარჯიშის დროს დაზიანება მიიღო. იტალიელი ფეხბურთელი, საკუთარ თანაგუნდელთან პაექრობისას დაზიანდა. ჯერჯერობით უცნობია იმ ფეხბურთელის ვიანობა, რომელმაც ვერატის ტრავმა მიაყენა. ასევე უცნობია თუ რა სიმძიმის დაზიანება აქვს მარკოს, მაგრამ მედიკოსების პირველადი დაკვირვების შედეგად გაჩნდა ვარაუდი, რომ ვერატი საკუთარ კლუბს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ვერ დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ 12 აგვისტოს, "პსჟ" "ატალანტას" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები