Belive

პსჟ-ის მომავალი მეტოქის კაპიტანი პარიზული გუნდის ფანკლუბის წევრია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში ,,პარი სენ ჟერმენი'' ,,პეი დე კასელს'' ეთამაშება, რომლის კაპიტანი - ალექსის ემიიაკი, პარიზული გუნდის ფანკლუბის აქტიური წევრია:

,,თუ მბაპე შეეცდება ჩვენი კარის აღებას, მისი შეჩერება მომიწევს? შესაძლოა, ჩემს თავს ვუთხრა: ,,მოიცა, ის მალე ,,ბაიერნის'' წინააღმდეგ ითამაშებს.

უცნაური გრძნობაა მოედანზე გასვლა და იმ ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში, რომლებსაც ტრიბუნებიდან მხარს უჭერდი. ამას ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი. გავგიჟდი, როცა წილისყრის შედეგები ვნახე,'' - EuroFoot-ი ციტირებს.

,,პსჟ-ის'' დღევანდელი მეტოქე საფრანგეთის ჩემპიონატის მეექვსე დივიზიონში ასპარეზობს.

სხვა სტატიები