Belive

პსჟ-ის ქალთა გუნდის წევრმა თანაგუნდელის დასაზიანებლად ბოროტმოქმედები დაიქირავა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
L’Équipe-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა "პარი სენ ჟერმენის" ქალთა გუნდის წევრი - ამინატა დიალო დააკავეს. წყაროს მტკიცებით, დიალომ თანაგუნდელის დასაზიანებლად ბოროტმოქმედები დაიქირავა. პარიზული გრანდის წარმომადგენლები პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებენ. ამინატა დიალო 4 ნოემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებითაა დაკავებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დიალომ ბოროტმოქმედები ხეირა ჰამრაუისთვის ტრავმის მიყენების განზრახვით დაიქირავა. ჰამრაუი დიალოს უშუალო კონკურენტია - კონკურენციის დაძლევის მიზნით, დიალომ თანაგუნდელისათვის ტრავმის მიყენების გადაწყვეტილება მიიღო, რათა მას ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად კონკურენცია ვეღარ გაეწია. 4 ნოემბერს, ნიღბიანმა ბოროტმოქმედებმა ჰამრაუი ავოტომობილიდან გადმოათრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ ნიღბიანი პირები რკინის ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული. ხეირა ჰამრაუის დახმარება საავადმყოფოში აღმოუჩინეს. მომხდარის გამო ჰამრაუიმ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართული შეხვედრა გამოტოვა. "გიდასტურებთ, რომ კლუბის ფეხბურთელზე განხორციელებული თავდასხმის ფარგლებში მიმდინარე გამოძიების დროს, ვერსალის რეგიონალურმა პოლიციამ ამინატა დიალო დააკავა. "პარი სენ-ჟერმენი" მკაცრად გმობს ჩადენილ დანაშაულს", - აღნიშნულია პარიზული გრანდის განცხადებაში.