Belive

პსჟ იუვენტუსის ერთ-ერთ ლიდერში 70 მილიონ ევროს იხდის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფრანგული სპორტული მედიის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენი" ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას მირალემ პიანიჩით გეგმავს. პარიზელები ბოსნიელ ფეხბურთელში 70 მილიონ ევროს იხდიან, თუმცა ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ტურინელები პიანიჩის სატრანსფერო თანხად 100 მილიონ ევროს ითხოვენ. 29 წლის ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ერთ-ერთი მთავარი ობიექტი იქნება, რადგან მისი შეძენა მადრიდის "რეალსაც" სურს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხის გადახდას გეგმავს პიანიჩში "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი. აღსანიშნავია, რომ პოლ პოგბას აგენტი, მინო რაიოლა, დღეს "იუვენტუსის" ხელმძღვანელობას შეხვდა და ტურინში პოგბას დაბრუნება განიხილა. სცენარის ამ ვარიანტით განვითარება, დიდი ალბათობით, პიანიჩის სხვა გუნდში გადასვლას გამოიწვევს. ნებისმიერ შემთხვევაში, წინ ძალიან ცხელი სატრანსფერო პერიოდი გველოდება. Live.ge ყველა მნიშვნელოვან სატრანსფერო სიახლეს უწვეტ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები