Belive

პსჟ კავანის შემცვლელად , ადამ ლალანას განიხილავს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
31 წლის ფეხბურთელი "ლივერპულს' 2014 წელს შეუერთდა. მისი პირველი სეზონი საშინელი იყო და გულშემატკივრებს ინგლისელი დიდად არ უყვარდათ. ლალანას წინსვლა იურგენ კლოპის მოსვლის შემდეგ დაიწყო , თუმცა ხშირი ტრავმიანობის ფონზე ინგლისელს ბოლომდე არ გამოსდიოდა საკუთარი ძალების დემონსტრირება. ადამს საუკეთესო სეზონი 2016 წელს ჰქონდა , როდესაც იგი საუკეთესო ინგლისელ ფეხბურთელად დასახელდა. ლალანას კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება , თუმცა მას შეუძლია იანვარშივე აწარმოოს მოლაპარაკებები სხვადასხვა გუნდებთან. ყველაზე დიდ ინტერესს ფრანგული გრანდი "პსჟ" იჩენს.  ტომას ტუხელი მას ედისონ კავანის შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც ლოს-ანჯელეს "გელექსიში" ფიქრობს კარიერის გაგრძელებას. ურუგვაელის ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა , მაგრამ მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია გადასული. თავის მხრივ ტრანსფერი "მერსისაიდელებსაც" აწყობთ, რადგან ადამ ლალანას ხელფასის სახით 7 მილიონი ფუნტი ეძლევა ყოველწლიურად.  ტრანსფერის ფასი ჯერ-ჯერობით არ სახელდება. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

სხვა სტატიები