Belive

პსჟ ლიდერების გარეშე დარჩა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
25 აგვისტოს საფრანგეთის ჩემპიონატში ერთმანეთს "პარი სენ-ჟერმენი" და "ტულუზა" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დედაქალაქელების სასარგებლოდ, ანგარიშით - 4:0 დასრულდა. პარიზელებისათვის აღნიშნული შეხვედრა საკმაოდ საზიანო აღმოჩნდა, ვინაიდან გუნდის ორმა მთავარმა შემოქმედმა - კილიან მბაპემ და ედინსონ კავანიმ ტრავმა მიიღეს. კავანი შეხვედრის მე-14 წუთზე იქნა მოედნიდან გაყვანილი, ხოლო მბაპე 66-ზე. ფეხბურთელების ტრავმების სირთულესთან დაკავშირებით ამ ეტაპისათვის ინფორმაცია არ გავრცელებულა, შესაბამისად უცნობია თუ რამდენ ხანს იუქმებენ პარიზული გრანდის ლიდერები.

სხვა სტატიები