Belive

პსჟ-მ ანდერ ერერასთან შეთანხმებას მიაღწია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, ანდერ ერერა დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონში "პსჟ"-ს შეუერთდება. აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისური მედია ავრცელებს. Daily Record-ის თქმით, პარიზულმა გუნდმა ესპანელ ნახევარმცველთან კონტრაქტის პირადი დეტალები მოაგვარა. როგორც ცნობილია, ერერა ამჟამად მანჩესტერში კვირაში 80 000 ევროს იღებს, "პსჟ"-ში კი მისი ანაზღაურება 150 000-200 000 ევრომდე გაიზრდება. ცნობისთვის, 29 წლის ერერა "იუნაიტედში" 2014 წელს, ბილბაოს "ატლეტიკიდან" გადავიდა.

სხვა სტატიები