Belive

პსჟ-მ ინტერთან შეთანხმებას მიაღწია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"Sky Sport" სოციალურ ქსელში მაურო იკარდისთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. არგენტინელი ფეხბურთელი გასულ ზაფხულს, იჯარის წესით, პარიზულ გიგანტს შეუერთდა. დღეს კი ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლუბებმა მიაღწიეს შეთანხმებას და ტუხელის გუნდი მაურო იკარდის სრულად გამოისყიდის. ტრანსფერის თანხა 50 მილიონი ევრო გახლავთ. ამას დაემატება სხვადასხვა ბონუსები, რაც 7 მილიონ ევროს შეადგენს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ წლიან კონტრაქტს გაუფორმებს "პსჟ" მაუროს და რა ანაზღაურება ექნება, თუმცა ის ნათელია, რომ მომავალ სეზონშიც იკარდი პარიზული გრანდის ღირსებას დაიცავს.

სხვა სტატიები