Belive

პსჟ-მ ისტორია დაწერა, მბაპე კი პსჟ-ს ისტორიაში შევიდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პარიზულმა გრანდმა საფრანგეთის ჩემპიონატის ისტორიაში ახალი ფურცელი დაწერა, საქმე იმაშია, რომ "პსჟ" გახდა პირველი გუნდი ისტორიაში, რომელმაც 50 ქულის მოგროვება 18 მატჩში მოახერხა. მე-18 მატჩში, პარიზელებმა, გასვლაზე "ამიენი", ანგარიშით 0:3 დაამარცხეს და  70-ე წუთზე მბაპეს მიერ გატანილი გოლი, ფრანგი თინეიჯერისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ეს მისთვის პარიზელთა მაისურით გატანილი 39-ე გოლი იყო, რომლითაც პატრის ლოკოს გაუთანაბრდა და პსჟ-ს ყველა დროის გოლეადორთა TOP 20-ის კარი შეაღო, პირველ ადგილს კი მისი უდიდებულესობა ზლატან იბრაჰიმოვიჩი იკავებს.

სხვა სტატიები