Belive

"პსჟ-მ" სატრანსფერო ფანჯრის მთავარი სამიზნე აირჩია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიმდინარე სეზონში, ინგლისელმა თავდამსხმელმა მარკოს რაშფორდმა ბოლოს და ბოლოს საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა მოახერხა, რის მერეც ბევრი ევროპული გრანდის ყურადღება მიიქცია. როგორც The independent-ი იუწყება, ყველაზე მეტად ნიჭიერი ახალგაზრდის თამაშით საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონია მოხიბლული. "პსჟ-ს" ხელმძღვანელობა 22 წლის ფეხბურთელის გადაბირებას მიმდინარე ზაფხულის მთავარ სატრანსფერო მიზნადაც ისახავს. ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ გუნდში აკადემიიდან 2016 წელს, ლუის ვან გაალმა დააწინაურა. მას მერე, რაშფორდმა მთავარ სატრანსფერო მიზნადაც ისახავს. მას მერე, რაშფორდმა მთავარ გუნდში 208 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 66 გოლი გაიტანა, 38 საგოლე პასი გააკეთა, ინგლისის ასოციაციის, ლიგის და სუპერთასი და ევროპის ლიგა მოიგო. მისი კონტრაქტი "წითელ ეშმაკებთან" ძალაში კიდევ სამი წლით არის, გამოსასყიდი თანხა კი 64 მილიონი ევროა.

სხვა სტატიები