პსჟ მანჩესტერთან კიდევ ერთი ფეხბურთელის გარეშე დარჩა

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალები ახლოვდება და ფეხბურთელები ტრავმებს უფრთხილდებიან, თუმცა “პსჟ” მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

პარიზული გრანდი მერვედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ იუნაიტედს” ხვდება. პირველი შეხვედრა “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართება. “პარი სენ-ჟერმენი” შეხვედრას დიდი დანაკლისით ხვდება. ნეიმარის შემდეგ გუნდს მარჯვენა მცველი, მუნიე გამოაკლდა. ბელგიელი პირველ მატჩს გამოტოვებს.

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და “პსჟ”-ს დაპირისპირება 12 თებერვალს, ღამის 12 საათზე დაიწყება.

პსჟ მანჩესტერთან კიდევ ერთი ფეხბურთელის გარეშე დარჩა

სტატიის ავტორი
-