Belive

პსჟ მბაპეს სატრანსფერო ღირებულებას ასახელებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, შესაბამისად შემადგენლობის გაძლიერებისა და გადახალისების მსურველი კლუბები სულ უფრო აქტიურდებიან. ამჯერად, საქმე ყველაზე ხმაურიან შესაძლო ტრანსფერს - კილიან მბაპეს "რეალში" გადასვლას ეხება, რომელმაც ფაქტობრივად მთელი სპორტული სამყარო აალაპარაკა. მადრიდელებმა პარიზელებს მბაპეს სანაცვლოდ 160 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა ფრანგებისგან სწრაფი უარი მიიღეს. "ჩვენს კლუბს მბაპე 160 მილიონ ევროზე გაცილებით მეტი დაუჯდა", - აცხადებენ "პსჟ"-ის ხელმძღვანელები. უახლესი ინფორმაციის თანახმად, რომელსაც Le Parisien იუწყება, პარიზული კლუბი ფრანგი სუპერვარსკვლავის საბაზრო ღირებულებად 220 მილიონ ევროს ასახელებს.  

სხვა სტატიები