Belive

პსჟ მბაპეს შემცვლელად რონალდუს განიხილავს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც ჩანს, კილიან მბაპეს კარიერა "პსჟ"-ში კიდევ დიდი ხნით არ გაგრძელდება. ფრანგ ფეხბურთელს კლუბის შეცვლა სურს, პარიზელებმა კი მისი შემცვლელის ძებნა დაიწყეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს, 21 წლის ფრანგი თავდამსხმელის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში, "პსჟ" კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერზე იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ მბაპეს პარიზულ გუნდთან კონტრაქტი მომდევნო წლის ზაფხულში ეწურება, მის გადასაბირებლად კი მადრიდის "რეალი" დიდი ხანია იბრძვის. კილიანის მსგავსად, მოქმედი ხელშეკრულება "იუვენტუსთან" კრიშტიანუ რონალდუს 2022 წლის სეზონის შემდეგ დაუმთავრდება. ასე რომ, მომდევნო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "პსჟ" ერთ გუნდში 2 ლეგენდარული ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის გაერთიანებას შეეცდება.  

სხვა სტატიები