Belive

პსჟ მზადაა ნეიმარი იჯარითაც გაუშვას

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პსჟ" მზადაა ნეიმარის სანაცვლოდ ყველა არსებული შემოთავაზება განიხილოს. ამის შესახებ Twitter-ის გვერდზე ჟურნალისტი, მარსელო ბეხლერი წერს. როგორც ცნობილია, პარიზელებს აქვთ სურვილი, რომ მოლაპარაკება გამართონ როგორც სრულფასოვან ტრანსფერზე, ასევე, ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის იჯარით გაშვებაზეც. "პსჟ"-ს ხელმძღვანელობას ესმის, რომ ნეიმარის ანაზღაურება მაღალია, რომლის გადახდაც ყველა გუნდს არ შეუძლია. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფრანგული გუნდი ნეიმარის სხვა ფეხბურთელებში გაცვლის შესაძლებლობასაც განიხილავს. გასულ სეზონში ნეიმარმა 28 მატჩი ჩაატარა - მის ანგარიშზე 13 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. ბრაზილიელის მთავარი პრობლემა ისაა, რომ სხვადასხვა მიზეზით, მან პარიზული გრანდის მატჩების 50%-ი გამოტოვა.

სხვა სტატიები