Belive

პსჟ მზადაა რამოსი გუნდიდან გაუშვას

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პსჟ" ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მორიგი წარუმატებელი სეზონის შემდეგ, ზაფხულში, შემადგენლობის განახლებას გეგმავს. Le Parisien-ის ცნობით, ფრანგულ კლუბს, რომ სერხიო რამოსთან თანამშრომლობა დაასრულოს. წყაროს თანახმად, "პსჟ"-ში უკმაყოფილება აქვთ იმის გამო, რომ ტრავმების გამო რამოსმა ბევრი მატჩი გამოტოვა, ესპანელი მცველი მაღალი დონის ჩვენებას ვერ ახერხებს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ "პსჟ" აპირებს, მესის გარდა, გუნდში მყოფი ყველა არგენტინელი ფეხბურთელი გაუშვას. მიმდინარე სეზონში სერხიო რამოსმა მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა. 7 საფრანგეთის ჩემპიონატში, ხოლო ერთი - თასზე. ჩემპიონთა ლიგაზე 36 წლის ცენტრალურ მცველს არ უთამაშია.

სხვა სტატიები