Belive

პსჟ პრემიერ ლიგის ნახევარმცველით გაძლიერდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი უცხოური მედიაგამოცემა Bleacher ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ისინი ოფიციალურად იუწყებიან, რომ საფრანგეთის საუკეთესო კლუბმა "პარი სენ-ჟერმანმა" პრემიერ ლიგიდან ნახევარმცველი დაიმატა. იდრისა გეიეს შეძენა პარიზელებს 32 მილიონი ევრო დაუჯდათ. ნახევარმცველი გასულ სეზონში "ევერტონის" ღირსებას იცავდა, მომავალი სეზონიდან კი საკუთარ ძალებს საფრანგეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე გამოცდის. შეგახსენებთ, იდრისა გეიემ პრემიერლიგაში ჩატარებულ 33 შეხვედრაში მხოლოდ 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები