Belive

"პსჟ რთული მოწინააღმდეგეა" - იულიან ნაგელსმანი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

გულშემატკივართა დიდ ყურადღებას ერთ-ერთი წყვილი იქცევს, სადაც ერთმანეთს "პსჟ" და "ბაიერნი" დაუპირისპირდებიან. წილისყრის შემდეგ, ბავარიელთა მთავარმა მწვრთნელმა – იულიან ნაგელსმანმა კომენტარი გააკეთა:

"პსჟ" რთული მეტოქეა. არც ფრანგებს უხარიათ ჩვენთან დაპირისპირება. შეხვედრისთვის მოსამზადებლად საკმაო დრო გვაქვს. წინ მსოფლიო ჩემპიონატის პაუზაა და ამ დროის კარგად გამოყენება შეგვიძლია."

მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 14, 15, 22 და 23 თებერვალს ხოლო საპასუხო შეხვედრები 14, 15, 21 და 22 მარტს გაიმართება.

სხვა სტატიები