Belive

პსჟ-ს ერიკ ბაილის შეძენა სურს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
24 წლის ცენტრალური მცველის, ერიკ ბაილის შეძენა პარიზულ გრანდს სურს. ბაილის, რომელიც "იუნაიტედმა" ესპანური "ვილიარეალიდან" €38 მილიონად შეიძინა, ამჟამად გუნდში ცოტა სათამაშო დრო ეძლევა და ამასთან, კოტ-დ'ივუარელი ფეხბურთელი არცთუ სახარბიელო ფორმაში იმყოფება. მიმდინარე სეზონში ბაილიმ "მანჩესტერის" მაისურით მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა, თუმცა მინდორზე იგი საშუალოდ 54 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ბაილის შეძენა არამარტო "პსჟ-ს", არამედ "არსენალსა" და "ტოტენჰემსაც" სურთ. ცნობილია, რომ "წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ახალი ცენტრალური მცველის დამატება სურს - მისი ინტერესის ობიექტი სენეგალელი კალიდუ კულიბალი გახდა, რომელშიც მანჩესტერელები €90 მილიონს იხდიან.  

სხვა სტატიები