Belive

პსჟ-ს მიზანია, რომ მესის ახალ კონტრაქტზე მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე შეუთანხმდეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენს'' ლეო მესისთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს. ინფორმაციას Diario Sport-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გუნდი არგენტინელს ახალ, 2-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს. ,,პსჟ-ში'' იმედი აქვთ, რომ ლეო კარიერიას ფრანგულ კლუბში დაასრულებს.

პარიზელების მიზანია, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები მალევე დაიწყონ, რათა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწიონ, ხოლო მუნდიალის დასრულების შემდეგ, ხელშეკრულება გააფორმონ.

მესის ,,პსჟ-სთან'' კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში 35 წლის არგენტინელის ანგარიშზე პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 16 შეხვედრაში 11 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები