Belive

პსჟ-ს მწვრთნელიც დაემტვრა - ტუხელმა ფეხი მოიტეხა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პარის სენ-ჟერმენში" ტრავმიანობის პრობლემა ისედაც არ ასვენებდათ, ახლა კი საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონს საკმაოდ საინტერესო და უცნაური რამ შეემთხვა. კილიან მბაპეს, მარკო ვერატის, ტილო კერერის და ლავინ კურზავას შემდეგ, ტრავმა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა მიიღო. თანაც საკმაოდ სერიოზული: გერმანელმა სპეციალისტმა ვარჯიშში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა და ფეხი მოიტეხა. "პსჟ-ს", რომელმაც ლიგა 1 და საფრანგეთის თასი უკვე მოიგო, მთავარ მატჩს 12 აგვისტოს ელის, როცა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბერგამოს "ატალანტას" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები