Belive

ვერდიქტი ცნობილია - პსჟ-სა და მარსელის ფეხბურთელები მკაცრად დაისაჯნენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ "პსჟ"-სა და "მარსელის" ფეხბურთელების დისკვალიფიკაციის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, რომ წინა ტურის მატჩში გუნდებს შორის ხელჩართულ ჩხუბს არაერთი მოთამაშის გაძევება მოჰყვა. ინციდენტის მთავარი მონაწილეების სასჯელი პარიზული კლუბის მხრიდან ასეთია: ლავან კურზავა - 6 მატჩი, ნეიმარი და პარედესი - 2-2 მატჩი. რაც შეეხება "მარსელს", ამავი 3 თამაშით დაისაჯა, ბენედეტო კი გუნდს მხოლოდ მომდევნო ტურში ვერ დაეხმარება. ასევე ცნობილია, რომ დი მარიას ქმედებას სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს. როგორც იცით, არგენტინელმა ფეხბურთელმა ალვარო გონსალესს შეაფურთხა.  

სხვა სტატიები