Belive

პსჟ-ს ფეხბურთელისათვის ბრძოლაში ბარსელონა დაწინაურდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონა" "პსჟ"-ს ნახევარმცველის, ადრიენ რაბიოსათვის გამართულ ბრძოლაში დაწინაურდა. ესპანური გამოცემის Sport-ის მტკიცებით, "ბლაუგრანას" წარმომადგენლები აქტიურ მოლაპარაკებებს მართავენ ადრიენ რაბიოს გასაფორმებლად. ფრანგ ნახევარმცველს, მოქმედი კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება, მის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები კი ჯერ არ დაწყებულა. ანდრეს ინიესტას და პაულინიოს გუნდიდან წასვლის შემდეგ, კატალონიური გრანდის წარმომადგენლები ნახევარდაცვის გასაძლიერებლად, იდეალურ კანდიდატურად სწორედ რაბიოს განიხილავენ. ადრიენ რაბიოს შეძენას აქტიურად განიხილავს იტალიის სერია ა-ს გრანდი "მილანი". გავრცელებული ინფორმაციით, "როსონერის" სპორტული დირექტორი, ლეონარდო პირადადაა ტრანსფერით დაინტერესებული. აღსანიშნავია, რომ UEFA-ს ფინანსური რეგულაციების დარღვევის გამო "მილანს" საკმაოდ გაუჭირდება "ბარსელონასთვის" კონკურენციის გაწევა და საჭირო ოდენობის თანხების მოძიება.

სხვა სტატიები