Belive

პსჟ-ს პრეზიდენტი ჯუდ ბელინგემით დაინტერესდა - შეთავაზება 130 მილიონია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"პსჟ"-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ დაადასტურა, რომ "პსჟ" დაინტერესებულია ინგლისისა და დორტმუნდის "ბორუსიას" ვარსკვლავით - ჯუდ ბელინგემით.

"პსჟ"-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ 19 წლის ინგლისელ ვარსკვლავზე დეტალურად ისაუბრა.

" ჯუდი საოცარი ბიჭია. ვაკვირდები და შოკირებული ვარ, თუ როგორ თამაშობს თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატს. ის მშვიდი, მონდომებული და თავდაჯერებულია. ახლა მისი საკუთარ კლუბში ყოლა ყველას სურს.

დამალვას არ ვაპირებ, რომ ჯუდით დავინტერესდი, მაგრამ მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჯერ მის კლუბს უნდა დაველაპარაკოთ და შემდეგ თავად ფეხბურთელს".

გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, "პსჟ" ჯუდ ბელინგემს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე შეთავაზებას გაუკეთებს. პარიზული კლუბი ინგლისელ სუპერვარსკვლავში Є130 მილიონს გადაიხდის.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მადრიდის "რეალი", "ლივერპული" და "ბარსელონა" ჯუდ ბელინგემის გადაბირებაზე უკვე ნადირობენ.

სხვა სტატიები