Belive

პსჟ-ს პრეზიდენტი | მბაპე არ იყიდება!

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტი - ნასერ ალ-ჰელაიფი, პარიზული გრანდის ფანებისთვის სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. ნასერ ალ-ჰელაიფის მტკიცებით, კილიან მბაპე გუნდში რჩება. გავრცელებული ინფორმაციით, მბაპეს შესანარჩუნებლად პარიზელები ყველა ღონეს იხმარენ და ფრანგ ვარსკვლავს არავითარ შემთხვევაში შეელევიან. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, მბაპე "პარი სენ ჟერმენის" ღირსებას კიდევ 1 წლის განმავლობაში დაიცავს, თუმცა ევროპულ მედია საშუალებებში შესაძლო ტრანსფერის შესახებ სპეკულაციები არ წყდება. არაერთი ევროპული ტაბლოიდი მიიჩნევს, რომ მბაპე "რეალში" გადავა.
"გულწრფელად გეტყვით, მბაპე პარიზში რჩება. მას არასდროს გავყიდით და მბაპე თავისუფალი აგენტის სტატუსით გუნდს არასდროს დატოვებს. სად შეიძლება, რომ წავიდეს ან რომელი კლუბი დააკმაყოფილებს მის ამბიციებს?" "ერთადერთი რაც შეიძლება გითხრათ არის ის, რომ მოვლენები კარგად ვითარდება. ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას მივაღწევთ. მბაპეს აქვს კონკრეტული მისია - ითამაშოს საუკეთესო ფეხბურთი და აამაღლოს ლიგა 1-ის, პარიზისა და მისი ქვეყნის პრესტიჟი", - აღნიშნა ნასერ ალ-ჰელაიფიმ.

სხვა სტატიები