Belive

პსჟ-ს პრეზიდენტმა კავანისა და ნეიმარის მომავალზე ისაუბრა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პსჟ" არ აპირებს, რომ ზაფულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდიდან ლიდერები გაუშვას. მოგეხსენებათ, პარიზული კლუბს FIFA-ს ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევას ედავებიან. თუმცა, "პსჟ"-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ლიდერები, ნეიმარი და კავანი გუნდს არ დატოვებენ. "100%-ით კი არა, 2000%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ისევ ჩვენთან იქნებიან," - ვციტირებთ ნასერის სიტყვებს. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ნეიმარსა და კავანის ორ საფეხბურთო გიგანტს, "რეალსა" და "ბარსას" აქტიურად უკავშირებდნენ.

სხვა სტატიები