Belive

პსჟ-ს ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან ბოლო წუთზე გამოვარდა (ვიდეო)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუშინ ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართა. "პსჟ"-სა და "ჩელსის" შორის პარიზში გამართული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. იმის გამო, რომ გუნდებს შორის პირველი მატჩი ინგლისში "ჩელსის" მოგებით 2:0 დასრულდა, შემდეგ ეტაპზე სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობით ლონდონელები გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ "პსჟ"-ს კაცთა გუნდის მსგავსად, პარიზელი გოგონებიც ჩემპიონთა ლიგას ბოლო წუთზე გაშვებული გოლით გამოეთიშნენ.

სხვა სტატიები