Belive

პსჟ-ს სეზონის ბოლომდე ფეხბურთელების 100 მილიონ ევროდ გაყიდვა მოუწევს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იმისთვის რომ ,,პარი სენ ჟერმენმა'' ფინანსური ფეარპლეის სტანდარტები დააკმაყოფილოს, სეზონის ბოლომდე 100 მილიონი ევროს ღირებულების ფეხბურთელები უნდა გაყიდოს. ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პარიზელებმა ბიუჯეტში არსებული დეფიციტი 2022 წლის ზაფხულამდე უნდა შეავსონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბი ფინანსური ფეარპლეის წესებს ვერ მოერგება. ,,პსჟ'' ტრანსფერზე რამდენიმე ფეხბურთელის, მათ შორის მაურო იკარდის, იულიან დრაქსლერის, რაფინიას, ლეივინ კურზავას, ტილო კერერის, აბდუ დიალოსა და სერხიო რიკოს დაყენებას აპირებს. საფრანგეთის ლიგა 1-ის 19 ტურის შემდეგ, პოჩეტინოს გუნდი 46 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,ნიცას'' 13 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები