Belive

პსჟ-ს სპორტული დირექტორი: ,,ახლა ბაიერნთან სათამაშოდ კარგი დროა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' სპორტულმა დირექტორმა, ლუიშ კამპუშმა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრაზე ისაუბრა. პარიზული გუნდი პლეი-ოფში მიუნხენის ,,ბაიერნს'' შეხვდება:

,,ვიცი, რომ ყველა ფეხბურთელი 100%-ით დაიხარჯება. ყველაფერს დადებითად უნდა შევხედოთ, საკუთარ თავში დარწმუნებულები სწორედ ამის გამო ვართ. ,,ბაიერნთან'' სათამაშოდ ახლა კარგი დროა, რადგან თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ და წინ მივიწევთ. თუმცა, ამ წყვილში აშკარა ფავორიტი არ არსებობს.

პირადად მე მათთან თამაშით ძალიან მოტივირებული ვარ, რადგან ეს არის შესაძლებლობა, წაგებული ფინალისთვის (2020 წელი) შური ვიძიოთ, თუმცა ერთი წლის შემდეგ ,,ბაიერნი'' მეოთხედფინალში დავამარცხეთ. შეგვიძლია, მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ შესანიშნავი მწვრთნელი და ფეხბურთელები გვყავს,'' - კამპუშის სიტყვებს L'Equipe ციტირებს.

,,პარი სენ ჟერმენსა'' და ,,ბაიერნს'' შორის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა 14 თებერვალს პარიზში გაიმართება, განმეორებით მატჩს კი 8 მარტს მიუნხენი უმასპინძლებს.

სხვა სტატიები