Belive

პსჟ-ს ტომას მუნიეც ტოვებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფუშინ პარიზული გრანდის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ დაადასტურა, რომ კლუბს ტიაგო სილვა და ედისონ კავანი დატოვებენ. ორივე ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი ხდება და ნებისმიერ კლუბში შეეძლებათ გადასვლა. დღეს კი ვრცელდება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კლუბს კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელი ტომას მუნიე დატოვებს. ბელგიელი ფეხბურთელი, მგსავსად კავანისა და სილვასი, თავისუფალი აგენტი ხდება და მასაც ნებისმიერ კლუბში შეეძლება გადასვლა. მუნიე "პსჟ-ში" 2016 წლიდან ირიცხება და ამ პერიოდის მანძილზე მან 128 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 13 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები