Belive

პსჟ-ში ახალმა სპორტულმა დირექტორმა შეზღუდვები დააწესა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"პარი სენ-ჟერმენის" ახალმა სპორტულმა დირექტორმა ლუის კამპოსმა ფეხბურთელებს ღამით ქალაქში გასვლა აუკრძალა. კამპოსმა აღნიშნული თანამდებობა ზაფხულში დაიკავა. ის მანამდე "მონაკოში" და "ლილში" მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი საქმიანობის ძირითადი ნაწილი ფეხბურთელების დამატებას მოიცავს, კამპოსი მაინც ცდილობს დისციპლინის დამყარებას. მისი აზრით, სწორედ დისციპლინის ხარჯზე შეძლებს პარიზული გრანდი ნანატრი ევროპული ტიტულის მოგებას. L'Equipe-ისა და MARCA-ს ცნობით, ის თავად ეწვია ქალაქის ღამის კლუბებს, რომ პირადად ყოფილიყო ინფორმირებული იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ასეთი ადგილების ხშირი სტუმრები არაინ.

ახალი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე მიესალმება ამ აკრძალვას და ამბობს, რომ ვისაც არ მოსწონს შეზღუდვები შეუძლია კლუბი დღესვე დატოვოს. ეს ერთადერთი წესი არაა, რომლის დაცვაც მოთამაშეებს მოუწევთ. ფეხბურთელებს აკრძალული აქვთ მობილურების გამოყენება ჭამის დროს. ეს გუნდის დაახლოებისა და მეტი ერთიანობისთვის მშვენიერი საშუალებაა. ყველა მოთამაშე ვალდებულია სასადილოში თავის დროზე გამოცხადდეს და საკვები ყველამ ერთად მიირთვას. ის ფეხბურთელები, რომლებიც საპატიო მიზეზის გარეშე, დააგვიანებენ ვარჯიშზე სახლში მოუწევთ გაბრუნება.  

სხვა სტატიები