Belive

პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, გუნდის მაისურების გაყიდვით შემოსული თანხა 60 მილიონით გაიზარდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეო მესის ,,პარი სენ ჟერმენში'' გადასვლის შემდეგ, გუნდის შემოსავალი მკვეთრად გაიზარდა. კლუბის მაისურების გაყიდვა გასულ წელთან შედარებით 40%-ითაა გაზრდილი, რაც 60 მილიონ ევროს შეადგენს. ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 2021-2022 წლების სეზონში პარიზელთა შემოსავალმა 700 მილიონ ევროს გადააჭარბა, რაც 2010-2011 წლების სეზონთან შედარებით, როცა გუნდი Qatar Sports Investments-მა შეიძინა, 7-ჯერ მეტია. პსჟ-მ არგენტინელის მილიონამდე მაისური გაყიდა, რაც სულ გაყიდული მაისურების 60%-ია. მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 33 შეხვედრაში 11 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები